ექიმი ჰაუსი რეალურ ცხოვრებაში

0
მისი სახელია ჰიუ ლორი ? ფაქტები მის შესახებ ❤️?? ● ჰიუს მამა, უილიამ რენ მოლი, ნაოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონია. ● ჰიუ პროფესიონალი პიანისტია. ის ასევე კარგად უკრავს საქსოფონზე, აკუსტიკურ გიტარაზე და პირის გარმონზე. ● საათობით შეუძლია დაუკრას ახალორლეანური ჯაზი. “ცოლს ვაიძულებ, ჩემი ჯაზური კომპოზიციები იმღეროს, მაგრამ არაფერი გამომდის”, – იხუმრა ერთ–ერთ ინტერვიუში მსახიობმა. ● 16 წლის ჰიუმ მამისგან პირველი საჩუქარი მიიღო – მოტოციკლეტი. ამავე წელს მან იყიდა პირველი გიტარა “იამაჰა”. სერიალ “ექიმ ჰაუსში” აღებული პირველი ჰონორარით მსახიობმა გასული საუკუნის 70–იანი წლების კლასიკური მოდელის მოტოციკლეტი იყიდა, რომელიც ყველა დროის საუკეთესო მოტოციკლად ითვლება. ● ჰიუ დეპრესიისკენაა მიდრეკილი. ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე თვლიდა, რომ არავის სჭირდებოდა და არაფერს წარმოადგენდა. ახლაც ხანდახან თვლის, რომ არ არის ღირსი იმ პოპულარობის, რაც ჰაუსის როლმა მოუტანა. სერიალის გადასაღებ მოედანზე ხშირად ნახავთ იატაკზე მჯდომარეს, როცა საშინლად განიცდის, რომ უკეთესად ვერ ითამაშა ამა თუ იმ ეპიზოდში. ● 1989 წლიდან მსახიობი დაქორწინებულია თეატრის ადმინისტრატორ ჯო გრინზე. მათ სამი შვილი ჰყავთ, რომელთაგან ერთ–ერთმა ჰარი პოტერის როლზე კასტინგი გაიარა, მაგრამ ასაკის გამო როლი ვერ მიიღო. ჰიუ ლორის გამონათქვამები ??? ? ოქროს გლობუსის ცერემონიალზე წარმოთქმული ფრაზა: “სიტყვები არ მყოფნის. როცა პოპულარული ხარ, ადამიანები ტყავიდან ძვრებიან, რათა უფასოდ მოგიტანონ ფეხსაცმელი, უფასოდ გავახშმონ რესტორანში, მაგრამ არავინ ზრუნავს, რომ უფასოდ დაგიწეროს სამადლობელი ტექსტი ამგვარი ცერემონიალისთვის. მოხარული ვიქნებოდი, თუ დოლჩე და გაბანა იზრუნებდნენ ჩემს ტექსტზე. მაშინ ნამდვილად მოდური ვიქნებოდი”. ? ახალ ჰობიზე: “ყოველ უქმედღეს რინგზე ვატარებ. კრივით სერიოზულად დავინტერესდი. კრივში ძალიან საინტერესო მომენტებს ვპოულობ. ის ჭადრაკის ფიზიკური რეალიზებაა, ოღონდ გაცილებით სწრაფ ტემპში”. ? ტვინის შესახებ: “არ მიყვარს 15 წუთზე მეტი ფიქრი, მერე თავი მტკივდება”. ? ასაკის შესახებ: “დიდი ხანია დავკარგე იმედი, რომ ოდესმე გავიზრდები. კარგა ხანია 10 წლის ასაკში გავიჭედე”. ? მუსიკაზე: “ფორტეპიანოსთან 5 წუთით ვჯდები და როცა საათს დავხედავ ხოლმე, აღმოვაჩენ, რომ 3 საათი გასულა”. ? ტყუილებზე: “არასოდეს ვატყუებ სხვებს. მხოლოდ საკუთარ თავს ვატყუებ”. ? წარმატებაზე: “არ ვეძებ ჩემი წარმატების მიზეზს, რადგან ვიცი, როცა ვიპოვი, მაშინვე დასრულდება ჩემი წარმატებულობაც”. ? ბედნიერების შესახებ: “როდესაც ბედნიერი ვარ, თავს კარგად ვერ ვგრძნობ. როცა საქმეები კარგად მიდის, შფოთვა მიპყრობს. ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როცა მოწყენილობა მეუფლება”. ? ჭორებზე: “შემიძლია გავავრცელო ჭორი და უარვყო ის ერთ წინადადებაში, მაგალითად: მე ფეხმძიმედ არ ვარ”. ? საკუთარ თავზე: “ხანდახან საკუთარ თავზე გული მერევა და მიკვირს, მაყურებელს იგივე რატომ არ ემართება”.
#facts
#doctorhouse
#news
#opinion
#goodplaces
#photo
#art
0