ღამურები და ძუძუმწოვართა სხვა ჯგუფები კორონავირუსების ბუნებრივი მატარებლებიც არიან - ახალი კვლევა

0
ღამურებს მსოფლიოსთვის დიდი სარგებელი მოაქვთ — მტვერავენ მცენარეებს, ჭამენ დაავადებათა გადამტან მწერებს, მიმოფანტავენ თესლებს, რაც ხელს უწყობს ტროპიკული ტყეების აღდგენას. თუმცა ამავე დროს, ღამურები და ძუძუმწოვართა სხვა ჯგუფები კორონავირუსების ბუნებრივი მატარებლებიც არიან. ვირუსების ამ ძალიან მრავალფეროვანი ოჯახის უკეთ შესასწავლად, ოჯახის, რომელშიც ასევე შედის დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი SARS-CoV-2, მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს ინდოეთის ოკეანის დასავლეთ სანაპიროდან აფრიკის მიმდებარე ტერიტორიებამდე მობინადრე ღამურების 36 სახეობაში არსებული სხვადასხვა სახის კორონავირუსები. აღმოჩნდა, რომ გვარის სხვადასხვა ჯგუფის ღამურებს და ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახის დონეზეც კი, კორონავირუსების საკუთარი უნიკალური შტამები აქვთ; ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ღამურები და კორონავირუსები უკვე მილიონობით წელია, ერთად ვითარდებიან. მეცნიერებმა ღამურებში ექვსი ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს მსგავსი: მეცნიერებმა ღამურებში ექვსი ახალი კორონავირუსი. „აღმოვაჩინეთ, რომ ღამურებსა და კორონავირუსებს შორის ღრმა ევოლუციური ისტორია იმალება. კორონავირუსების ევოლუციის უკეთ შესწავლა დაგვეხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ჩამოყალიბებაში“, — ამბობს ახალი კვლევის ავტორი, ჩიკაგოს მაკარტურ ფილდის მუზეუმის ბიოლოგი სტივ გუდმენი. კვლევას უძღვებოდნენ კუნძულ რეუნიონის უნივერსიტეტის მეცნიერები — ლეა ჟოფრინი და კამელი ლებარბენშონი, რომლებიც ძირითადად ფოკუსირებული არიან ახალი ინფექციური დაავადებების შესწავლაზე კუნძულ რეუნიონსა და დასავლეთ ინდოეთის ოკეანეში. მრავალი ადამიანი სიტყვა „კორონავირუსს“ „COVID-19“-ის სინონიმად იყენებს. სინამდვილეში, COVID-19 არის ერთ-ერთი კორონავირუსის (SARS-CoV-2) მიერ გამოწვეული დაავადება. თუმცა, არსებობს კორონავირუსების ძალიან ბევრი ტიპი, ალბათ იმდენივე, რამდენი ღამურის სახეობაც არის. უმეტესი მათგანი აღმოჩენილი არ არის, აღმოჩენილთა უმეტესობის შემთხვევაში კი უცნობია, გადადის თუ არა ისინი ადამიანებზე და ამ შემთხვევაში, წარმოადგენს თუ არა რაიმე საფრთხეს. ამ კვლევაში შესწავლილი ღამურების კორონავირუსები SARS-CoV-2-ისგან განსხვავდება, ზოგადად კორონავირუსების შესწავლის შედეგად, შევძლებთ უკეთესად გამოვიკვლიოთ ის ვირუსიც, რომელიც დღეს მსოფლიოს არის მოდებული. კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ კორონავირუსი ღამურებიდან ადამიანებს პანგოლინებმა გადასდეს მსგავსი: კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ... ყველ ცხოველს აქვს ვირუსები, რომლებიც მათში ბინადრობენ; ღამურების, ისევე როგორც სხვა მრავალი ძუძუმწოვარი, კორონავირუსების ბუნებრივი მატარებლები არიან. როგორც ჩანს, ეს კორონავირუსები თავად ღამურებისთვის საზიანო არ არის, მაგრამ ისინი შეიძლება სახიფათო იყოს სხვა ცხოველებისთვის, თუკი ვირუსებმა სახეობებს შორის გადახტომა მოახერხეს. აღნიშნული კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა შეისწავლეს გენეტიკური ურთიერთობა კორონავირუსების სხვადასხვა შტამებსა და მათ მასპინძელ ცხოველებს შორის, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ცხოველებიდან ადამიანებში ვირუსის გადასვლის უკეთესად შესასწავლად". სტივ გუდმენი უკვე რამდენიმე ათწლეულია მადაგასკარზე ცხოვრობს. მან და მისმა კოლეგებმა ნერწყვისა და სისხლის ნაცხები აიღეს ინდოეთის ოკეანის დასავლეთ სანაპიროდან აფრიკის ქვეყანა მოზამბიკის სანაპირო ზონებამდე ბინადარი 36 სახეობის ათასზე მეტი ღამურიდან. შესწავლილი ღამურების რვა პროცენტი კორონავირუსების მატარებელი აღმოჩნდა. რეუნიონის უნივერსიტეტის დაავადებათა ეკოლოგის კამილ ლებარბენშონის თქმით, სულ უფრო მზარდია მტკიცებულება, რომ ღამურებში ვირუსები ცირკულირებს სეზონური ვარიაციებით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს რიცხვი შეიძლება მნიშვნელოვნად იცვლებოდეს წელიწადის დროების მიხედვით. „დავადგინეთ, რომ ჩვენ მიერ შესწავლილი ღამურების ოჯახების თითოეულ სხვადასხვა გვარს კორონავირუსების საკუთარი შტამები ჰქონდათ. გარდა ამისა, ღამურების სხვადასხვა ჯგუფის ევოლუციურ ისტორიაზე დაყრდნობით აშკარა ხდება, რომ ღამურებსა (გვარისა და ოჯახის დონეზე) და მათთან დაკავშირებულ კორონავირუსებს შორის არის ღრმა თანაარსებობა“, — ამბობს გუდმენი. „საკმაოდ დამამშვიდებელია ის ფაქტი, რომ მიუხედავად კორონავირუსების დიდი მრავალფეროვნებისა, ერთ რეგიონში ბინადარ ღამურის ორ სახეობას შორის კორონავირუსების გადადება ძალიან იშვიათია. ამჯერად, საჭიროა შევისწავლოთ ასეთი იშვიათი ძვრების წარმმართველი გარემო, ბიოლოგიური და მოლეკულური ფაქტორები“, - ამბობს რეუნიონის უნივერსიტეტის დაავადებათა ეკოლოგი ლეა ჟოფრინი. როგორც გუდმნი აღმიშნავს, იქამდე, ვიდრე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებს დავგეგმავთ და შევეცდებით აღმოვფხვრათ ადამიანებში ან ადამიანიდან ცხოველებში გარკვეული დაავადებების ძვრები, საჭიროა ჯერ ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე. „არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ღამურები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ეკოსისტემის ფუნქციონირებაში, იქნება ეს ყვავილების დამტვერვა, ხილის მიმოფანტვა, მწერების განადგურება, განსაკუთრებით კი იმ მწერებით კვება, რომლებსაც ადამიანებს შორის სხვადასხვა სახის დაავადება გადააქვთ. ის სიკეთე, რასაც ღამურები ჩვენთვის აკეთებენ, ბევრად წონის ნებისმიერ პოტენციურ უარყოფით გავლენას“, — ამბობს ჩიკაგოს მაკარტურ ფილდის მუზეუმის ბიოლოგი სტივ გუდმენი. კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა. მომზადებულია fieldmuseum.org-ის მიხედვით.
#კორონავირუსი
#ღამურა
#კვლევა
#tbilisidaily
0