ნახეთ, როგორ გამოიყურება ფიროსმანის გაცოცხლებული ნახატები -სტუდენტების ექსპერიმენტი (ფოტოები)

0
მსოფლიო პანდემიის პირობებში, როდესაც ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრების რიტმის შეცვლა და დროებით სახლებში გამოკეტვა მოუხდათ გადაწყვიტეს ცნობილი ხელოვანების ფოტოები გაეცოცხლებინათ. ​ეს უკვე მთელს მსოფლიოში ცნობილი Artchallenge გამოწვევაა, რომელიც საქართველოში georgianArtchallenge-ით არის ცნობილი. ქართველებიც იმ ადამიანების რიცხვში აღმოჩნდნენ, რომლებიც პანდემიით გამოწვეულ მოწყენილობას სახალისო და, ამასთან, შემეცნებითი გზით დაუპირისპირდნენ. „მოკლედ საინტერესო ჩელენჯი წამოვიწყეთ საინტერესო ხალხმა. გიწვევთ ყველას. გააცოცხლეთ ქართველი მხატვრების ნახატები. ფიროსმანის მეთევზე. პ.ს თევზი ვერ დავიჭირე და ქათამი მოვინადირე – წერს საბა მანჯგალაძე, რომელმაც ფიროსმანის ფოტო გააცოცხლა. https://primetime.ge/nakhet-rogor-gamoikureba-firosmanis-gatsotskhlebuli-nakhatebi-studentebis-eqsperimenti-fotoebi/
0