0
დედა და მამა ტელევიზორს უყურებდნენ, როდესაც დედამ უცებ თქვა-"დავიღალე, უკვე გვიანია, წავალ, დავწვები." ლობიოს დასალბობად წყალი დაასხა, საყინულიდან ამოიღო ხორცი ხვალინდელი ვახშმისთვის, შეამოწმა, არის თუ არა დარჩენილი მიუსლი საუზმისთვის, ჩაყარა შაქარი საშაქრეში.დაკიდა სარეცხი გასაშრობად და ღილი მიაკერა პერანგს. აალაგა სათამაშოები, რომლებიც მთელს ოთახში იყო მიმოფანტული, ტელეფონი შეაერთა დასატენად.მორწყა ყვავილები, ნაგვის ყუთში ახალი სანაგვე პარკი მოათავსა, გაასწორა დაშმუჭნული პირსახოცი, შემდეგ ამოიოხრა, გაიზმორა და გაეშურა საძინებლისკენ.ერთი წუთით შეჩერდა, გაუგზავნა შეტყობინება მასწავლებელს, ბავშვის ჩანთაში ფული ჩადო ხვალინდელი ექსკურსიისთვის და ძირს დაგდებული წიგნი აიღო მაგიდის ქვევიდან.შემდეგ პირი დაიბანა, კრემი წაისვა და კბილები გაიხეხა. -შენ ხომ დასაძინებლად წახვედი?-გასძახა მამამ. -მივდივარ.-უპასუხა დედამ. კბილების გამოხეხვის შემდეგ ძაღლს წყალი ჩაუსხა ჯამში.ჩაკეტა შემოსასვლელი კარი გასაღებით და დერეფანში შუქი ჩააქრო.შეიხედა ბავშვების ოთახში, გამოურთო შუქი და ტელევიზორი, იატაკიდან აიღო პერანგი და წინდები და ჩადო სარეცხის კალათაში. დაელაპარაკა უფროს შვილს, რომელიც ჯერ კიდევ გაკვეთილებს სწავლობდა.საძინებელს რომ მიაღწია, დააყენა მაღვიძარა, მოაწესრიგა ფეხსაცმელი შემოსასვლელში და სამი ახალი პუნქტი ჩაწერა სასწრაფო საქმეების სიაში. ამ დროს მამამ გამორთო ტელევიზორი და თქვა-"დასაძინებლად მივდივარ", და მართლაც, ასე მოიქცა. სამანტა ვილიარის წიგნიდან
0