TOP 6 ყველაზე რთულად დასამახსოვრებელი სიტყვა ინგლისურში!

0

🔴⤵️

1) Accommodate - მიცემა, დასახლება, შეგუება.

- რეალურად, ეს სიტყვა ინგლისურში საკმაოდ ხშირად გამოყენებადია, უბრალოდ, მისი მართლწერიდან და გამოთქმიდან გამომდინარე, შემსწავლელებს რთულად ეჩვენებათ.

2) Flabbergasted - გაოცებული, გაოცებისგან დაბნეული.

- საკმაოდ იშვიათად გამოიყენება ყოველდღიურ საუბარში და გამოთქმაც დამაბნეველია.

3) Superfluous - არასაჭირო, ზედმეტი.

- არც თუ ისე გავრცელებული სიტყვაა, თუმცა ლიტერატურულ ინგლისურში შესაძლოა ხშირად შევხვდეთ.

4) Onomatopoeia - ონომატოპეა, ხმაბაძვით წარმოშობილი სიტყვა, ხმაბაძვითი სიტყვა.

- მისი გამოთქმიდან და მართლწერიდან გამომდინარე, უკიდურესად იშვიათი ტერმინია.

5) Supercalifragilisticexpialidocious (ˌsuːpəkalɪfradʒɪlɪstɪkˌɛkspɪalɪˈdəʊʃəs) - საოცარი, გადასარევი.

- ამას კემბრიჯის ლექსიკონში უფრო სულელური ტერმინის სტატუსი აქვს მინიჭებული, რომელსაც, ძირითადად, ბავშვები გამოიყენებდნენ.

6) Conscious/ Counsciousness / Conscience / Unconscious / Unconsciousness - 1. გრძნობაზე და გონზე მყოფი, 2. შეგნება, გონება (არსებითი სახელი), 3. სინდისი, ნამუსი, 4. უგონოდ მყოფი, 5. უგონოდ ყოფნა, გულწასულობა.

- ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიტყვა საკმაოდ ხშირად გამოყენებადია, თუმცა დასამახსოვრებლად რთული, რადგან ტერმინები გამოთქმით, თითქოს, ჰგავს, მაგრამ მართლწერა დახლართულია. • #გააჟღერე
Feedc
#განათლება #ინგლისური #ფაქტები #ახალიამბები
0