ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 25-ით არის გაზრდილი

0
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12-ით გაიზარდა და 456 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 4949 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 555 პირი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 25-ით არის გაზრდილი. შეგახსენებთ, რომ 456 ადამიანიდან 132 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
#კორონავირუსი
#პანდემია
#ინფიცირებული
#tbilisidaily
0