ქუთაისში მოქალაქეები ყველა სერვისს უბნების მიხედვით მიიღებენ.

0
იოსებ ხახალეიშვილი ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ავტოქარხნის ტერიტორიულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც თანამშრომლებს სერვისების ხელმისაწვდომობაზე ესაუბრა. მერიის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის აუცილებელი აღარ იქნება ადგილობრივ თვითმართველობაში მისვლა და შეეძლებათ ყველა სერვისი უბნების მიხედვით, ტერიტორიულ ერთეულებში მიიღონ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ქვეყანაში შექმნილი ეპიდ-სიტუაციის გამო შეზღუდულია ტრანსპორტით გადაადგილება. დღესვე, ქალაქის მერი ჩხობაძის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა და მათთან სანიაღვრე არხის მოწყობის პროექტზე ისაუბრა, რომელცი ადგილობრივ მოსახლეობას მრავალი წელია აწუხებს. ქუთაისის მერმა მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში რამდენიმე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. , , დღეს ავტოქარხნის ტერიტორიულ ერთეულში ვიმყოფებოდი, სადაც თანამშრომლებს იმ სერვისების ხელმისაწვდომობაზე ვესაუბრე, რომლებსაც ჩვენგან ითხოვს მოსახლეობა. ჩვენი გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის აუცილებელი აღარ იქნება მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მოსვლა და შეძლებენ ყველა სერვისი უბნების მიხედვით, ტერიტორიულ ერთეულებში, მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მიიღონ. ეს მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც , რომ რეგულაციებით, დროებით შეჩერებულია საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა და მოსახლეობა ვერ ახერხებს მერიის შენობამდე შეუფერხებლად მოსვლას. დღესვე, ჩხობაძის ქუჩაზე მოსახლეობას შევხვდი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, სანიაღვრე არხის მოწყობის პროექტზე ვისაუბრეთ. ეს პრობლემა ამ ქუჩის მცხოვრებლებს მრავალი წელია აწუხებთ. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში, ის ქუჩები დავათვალიერე, რომელთა სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მარჯვენა დასახლებაში სულ 32 ქუჩა კეთდება. აქედან 10 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, ”-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები #დახმარება #kutaisidaily megatv.
0