კორონავირუსი: ერთი ინფიცირებული, 100 უარყოფითი პასუხი

0
25 აპრილის მონაცემებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაგზავნილი 100 ტესტიდან ყველა ნეგატიური აღმოჩნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები აჭარაში ჯერ არ დაფიქსირებულა. თუმცა დაფიქსირდა ერთი ახალი იმპორტული შემთხვევა, ანუ ინფიცირებული სხვა ქვეყნიდან შემოსული პირია. "დილის ინფორმაციით დაგვემატა ერთი დადასტურებული, იმპორტირებული შემთხვევა. პაციენტი სამი დღის წინ არის თურქეთიდან შემოსული, სარფის გავლით, ის იმყოფებოდა საკარანტინო სივრცეში და შემხებლობა მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან არ ჰქონდა" - განაცხადა დღეს ნინო ნიჟარაძემ. ასევე, ნიჟარაძის განცხადებით, 2 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ჯამში, რეგიონში 15 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ქობულეთის კლასტერს, აქ ისევ 35 შემთხვევაა დაფიქსირებული. საქართველოში კი საერთო შემთხვევების რაოდენობა 456-მდე გაიზარდა, აქედან 132 გამოჯანმრთელებული და 5 გარდაცვლილია.
#კორონავირუსი
#ბათუმი
#უარყოფითი
#ინფიცირება
#batumidailyა
0