35 votes
5 comments
0 shares
Save
6 views
Lasha Shalutashvili
Tbilisi · 1 year ago

ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება და პროპაგანდა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე!!!


Lasha Shalutashvili
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
Nino Kakulia
Poti · 1 month ago
პატიმრობით დაისჯება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე საქართველოს რუკის გამოსახვა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით, კოდექსს დაემატა ახალი 343​1 მუხლი, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა ან რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“. აღნიშნული ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში 2020 წლის 22 მაისს შევიდა და ის 2020 წლის 2 ივლისიდან ამოქმედდება. ცვლილების მიხედვით: აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლით გათვალისწინებულ საგანს, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. ამ მუხლის მიზნებისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის ნებაყოფლობით ჩაბარებად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი ქმედება, როდესაც პირი გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით განაცხადებს აღნიშნული საგნის წარდგენის თაობაზე და აქტიური ქმედებით შეუწყობს ხელს მის ამოღებას. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. სისხლის სამართლის კოდექსით, ფიზიკური პირისთვის „ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები“. იურიდიული პირისათვის კი „ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეესაბამება ფიზიკური პირისათვის გათვალისწინებული ჯარიმის ორმოცდაათმაგ ოდენობას“. ამასთან, „ჯარიმა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად“. news politics opinion
Batumi Daily
Batumi · 4 months ago
როგორ ვებრძოლოთ უპასუხისმგებლო კომპანიებს?
როგორ ვებრძოლოთ უპასუხისმგებლო კომპანიებს? შეშის ნაფოტი პურში - აჭარის ტელევიზიის ცნობით, ქობულეთში მოქალაქემ ნაყიდ პურში შეშის პატარა ნაფოტი აღმოაჩინა. იგივე მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს - “'ასეთი რამე რომ დაგხვდება დილით პურში, რა უნდა გააკეთო და მოიმოქმედო. გეფიცები, ვიცოდე რომელი საცხობისაა მე ვიცი. პურია ხალხნო ეს პური. ნამუსი რამ გაგირეცხათ, უფლის როგორ არ გეშინიათ'' არსებობს თუ არა მსგავსი პროდუქციისგან თავის დაცვის საშუალება? საქართველოს კანონმდებლობა ამის გარანტიას იძლევა თეორიულ დონეზე. სსკ-ს 198-ე მუხლი მიხედვით ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი. ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. მსგავს დარღვევების მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. ადამიანის ორგანიზმს ხის მსგავსი მატერიის დასაშლელად ენზიმები (დამშლელი პროტეინები) არ გააჩნია, შესაბამისად, ხის ნაწილაკების ორგანიზმში მოხვედრამ შესაძლოა გართულებები გამოიწვიოს. როგორც პურში აღმოჩენილმა შეშის ნაფოტმა აჩვენა, მომხმარებელმა ყურადღება ამ უკანასკნელის ჭამის დროსაც კი უნდა გამოიჩინოს.#ბათუმი #სურსათიეროვნულისააგენტო #შეშა #ნაფოტი #batumidaily
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi · 2 weeks ago
კოვიდსტატუსის გაყალბების საქმეზე სუს-მა ხათუნა სამნიძის გამოკითხვა დაასრულა
თბილისის საქალაქო სასამართლოში "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის გამოკითხვა დასრულდა. მას კითხვებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები კოვიდსტატუსის გაყალბებაზე დაწერილი კომენტარების შესახებ უსვამდნენ. "რატომ ვარ ამ საქმეში მოწმის სტატუსით, ჩემთვის ახლაც გაუგებარია რისი მოწმე შეიძლება ვყოფილიყავი... მთავარი შეკითხვა იყო, ვისგან მაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა კოვიდსტატუსი ყალბდება", - თქვა მან გამოკითხვის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავად ხდება საფრთხე ადამიანებისთვის, რადგან ის ემორჩილება ერთ ადამიანს. სუს-ში დაბარებულები: ფეისბუკზე რამე თქვენც ხომ არ დაგიწერიათ? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამავე საქმეზე ორი დღის წინ "მთავარი არხის" რესპონდენტებიც გამოკითხეს. გამოკითხვის შემდეგ უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ტელევიზიამ დეზინფორმაცია გაავრცელა. მასალა "მთავარ არხის" ეთერში 20 ივნისს გავიდა. მასალაში ისინი აცხადებდნენ, რომ გარდაცვალებულისთვის კოვიდადებითი სტატუსის ჩაწერის სანაცვლოდ მარნეულში ოჯახებს 10 ათას ლარს სთავაზობდნენ. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ საქმის წარმოება კორონავირუსის შესახებ "ცრუ შეტყობინებების" გაგზავნის დროს დაიწყეს. ამ მუხლით საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ არ გამორიცხავენ ამ საქმეზე "მთავარი არხის" ჟურნალისტების დაბარებას.#ახალი_ამბები#twitter
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 3 weeks ago
დანაშაული და მისი კლასიფიკაცია
თანამედროვე ქართულ სამართალში არსებობს დანაშაულის ჩადენის 6 სხვადასხვა შესაძლო შემთხვევა. ეს შემთხხვევებია: -მოქმედებით ჩადენილი განზრახი დამთავრებული დანაშაული -მოქმედებით ჩადენილი განზრახი დაუმთავრებელი დანაშაული -მოქმედებით ჩადენილი გაუფრთხილებლობითი დანაშაული -უმოქმედობით ჩადენილი განზრახი დამთავრებული დანაშაული -უმოქმედობით ჩადენილი განზრახი დაუმტავრებელი დანაშაული -უმოქმედობით ჩადენილი გაუფრთხილებლობითი დანაშაული დანაშაული წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას. მოძღვრება დანაშაულზე შეისწავლის ქმედების დასჯადობის სამართლებრივ საფუძველს. დანაშაულის ზოგადი მოძღვრება განსაზღვრავს იმ ელემენტებსა და მის შემადგენელ ნიშნებს, რომლებიც საერთოა ყველა დანაშაულისთვის, რის გამოც ისინი წარმოადგენენ დანაშაულის სისტემის აგებულების ნაწილებს. რაც შეეხება დანაშაულის კატეგორიებს, კლასიფიკაცია შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ნიშნით. მათგან უმეტესობა არ წარმოადგენს საკანონმდებლო კლასიფიკაციას, არამედ სისხლის სამართლის დოგმატიკის განვითარების შედეგია. სიმძიმის მიხედვით დანაშაული იყოფა სამ კატეგორიად. საკითხი იმის შესახებ თუ დანაშაულის რომელ კატეგორიას მიეკუთვნება სსკ-ის კერძო ნაწილის კონკრეტული შემადგენლობა,განისაზღვრება მხოლოდ აბსტრაქტული სასჯელის მიხედვით. კონკრეტულ სასჯელს მნიშვნელობა არ აქვს. თუ ნორმა ითვალისწინებს რამდენიმე ძირითად სასჯელს ალტერნატიულად, მაშინ დანაშაულის კატეგორია განისაზღვრება იმ ყველაზე მკაცრი სასჯელის მიხედვით, რომელიც უმარლესი აბსტრაქტული სასჯელის სახით გათვალისწინებულია ამ ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით, მოქმედი კოდექსი ითვალისწინებს დანასაულის შემდეგ სამ კატეგორიას: 1.ნაკლებად მძიმე(განზრახი,გაუფრთხილებლობითი ან დანაშაული, სანქციით 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით) 2.მძიმე(განზრახი დანაშაული სანქციით 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთიტ ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული სანქციიტ 5 წელზე მეტი ვადით ტავისუფლების აღკვეთით) 3.განსაკუთრებით მძიმე(განზრახი დანაშაული სანქციიტ 10 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით) განსაკუტრებით მძიმედ იტვლება მხოლოდ განზრახი დანაშაული და არა გაუფრთხილებლობითი თუნდაც ის იტვალისწინებდეს 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას. ჩადენის ფორმის მიხედვით არსებობს დანაშაულის სამი კატეგორია: 1.შედეგგარეშე(ე.წ. ფორმალური) დელიქტი დამთავრებულად ითვლება აქტიური მოქმედების ჩადენის, ან შესაზლებელი მოქმედების შესრულების მომენტიდან, მიუხედავად შედეგის დადგომისა. 2.შედეგიანი(ე.წ. მატერიალური) დელიქტი მოითხოვს ობიექტური შედეგის დადგომას. იგი შეიძლება გამოიხატოს სამართლებრივი სიკეთის განადგურებაში(სიცოცხლის მოსპობა) ან დაზიანებაში(ჯანმრტელობის დაზიანება) ან დაცული სამართლებრივი სიკეთისთვის საფრთხის შექმნაში, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა (აფეთქების შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ კონკრეტული, აბსტრაქტული და კონკრეტულ-აბსტრაქტული საფრთხის დელიქტები. თუ კანონი მოითხოვს კონკრეტული საფრთხის სიტუაციას, ადგილი აქვს კონკრეტულ საფრთხის დელიქტს(მაგალითად სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება). თუ კანონი სამართლებრივი სიკეთისთვის კონკრეტული საფრთხის არსებობის დადგენას არ მოითხოვს, მაშინ სახეზეა აბსტრაქტული საფრთხის დელიქტი(მაგალითად ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევა). აბსტრაქტულისგან განსხვავებით კონკრეტულ-აბსტრაქტული საფრთხის დელიქტებში მოსამართლეს უწევს იმის შემოწმება კონკრეტულ შემთხვევაში საფრთხეს შეეძლო თუ არა გამოეწვია მძიმე შედეგი. წმინდა უმოქმედობით ჩადენილი დელიქტი არის ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენა შეიძლება მხოლოდ უმოქმედობით(დანაშაულის შეუტყობინებლობა, დაუხმარებლობა). შერეული უმოქმედობით ჩადენილია დელიქტი, რომლის შემადგენლობა სსკ-ის კერძო ნაწილში გათვალისწინებულია აქტიური მოქმედებით ჩადენილი დანაშაულისთვის, მაგრამ ამავე სემადგენლობით კვალიფიცირდება უმოქმედობაც(მაგალითად უმოქმედობით ჩადენილი მკვლელობა), თუ არსებობს სამართლებრივი გარანტის ფუნქცია უმოქმედობის დასჯადობის სხვა ორ პირობასთან 1)მოქმედების შესაძლებლობასა და2)შედეგის თავიდან აცილებადობასთან ერთად. შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით დანაშაული შეიძლება გამოიხატოს ძირითად, კვალიფიციურ და პრივილეგიურ შემადგენლობაში. ქმედების ძირითადი შემადგენლობა წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი უმართლობის ტიპიზირებულ ფორმას(განზრახი მკვლელობა). კვალიფიციური შემადგენლობა(განზრახი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) უმართლობის ხარისხს ამაღლებს, ხოლო პრივილეგიური(მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით)- ამცირებს. ქმედების კვალიფიკაციის დროს კვალიფიციურ და პრივილრგიურ შემადგენლობას ყოველთვის უპირატესობა აქვს ქმედების შემადგენლობასთან მიმართებით, ხოლო თუ ერთდროულად არსებობს ერთი და იმავე დანაშაულის კვალიფიციური და პრივილეგიური შემადგენლობები უპირატესობა ენიჭება პრივილეგიურ შემადგენლობას. დანაშაულის ჩადენის „ნორმალურ შემთხვევას“ წარმოადგენს ე.წ. დამთავრებული დანაშაული. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დანაშაულის შემადგენლობის ყველა სუბიექტური და ობიექტური ელემენტი სახეზეა. თუ შემადგენლობა მთლიანად არ არის განხორციელებული მაშინ დანაშაული არაა დამთავრებული. გაუფრთხილებლობით დანაშაულს არ აქვს დასჯადი სტადიები, ხოლო განზრახი დანაშაული გაივლის მომზადებისა და მცდელობის სტადიებს.
Gi Ga
Tbilisi · 3 weeks ago
შიშველი სიმართლე ჰომოსექსუალიზმის შესახებ
ტაბუდადებული თემა რასაც ჰომოსექსუალიზმი ქვია საქართველოში აქტუალური 2004 წლის შემდეგ გახდა. დღეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა იყენებს ისეთ დესტრუქციულ ხერხებს როგორიცაა დეზინფორმაცია, მანიპულირება ცრუ სტატისტიკებით, გარკვეული მითების შექმნა და ა.შ. მაგ. 2011 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა რომ ამერიკული საზოგადოების ცნობიერება იმ დონეზეა დეზინფორმირებული რომ საზოგადოებას ჰგონია ამერიკელების 25% (ყოველი მეოთხე!) არატრადიციული ორიენტაციის. მაშინ როცა ყველაზე ოპტიმისტური ანგარიშითაც კი მათი რიცხვი მთლიანი მოსახლეობის 3% არ აჭარბებს. ამ სათვალავში იგულისხმებიან ისინიც ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ჰომოსექსუალური (ლესბოსური) ურთიერთობა, მაგრამ ამის შემდეგ აღარ ყოფილან მსგავს ურთიერთობაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით თუ რეალურ ციფრებს და რაოდენობას გამოვიკვლევთ ვნახავთ რომ მათი რიცხვი აშშ-ში 1% ს არ აღემატება, ხოლო შედარებით მეტია კალიფორნიის შტატში სადაც გაცილებით ლიბერალური მიდგომაა ამ საკითხთან დაკავშირებით. ხოლო ნაკლებია სხვა შტატებში. როგორც ფონური მაჩვენებელი სხვა ქვეყნებისთვისაცაა მსგავსი რაოდენობა დამახასიათებელი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობის მიერ ცოდვად და ამორალობადაა მიჩნეული და მის მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება აშკარადაა გამოხატული ეს ციფრები გაცილებით ნაკლებია და უმნიშვნელო. მაგრამ... არსებობს მოთხოვნები და უფლებები რომლებსაც ეს უმცირესობა ითხოვს, ესენია: 1) უფლება რომ დაუფარავად აწარმოონ ჰომოსექსუალიზმის და ტრანსგენდერიზმის პროპაგანდა სკოლებში, ბაღებში და უნივერსიტეტებში ე.წ. "ცნობიერების ამაღლების" მოტივით. (მსგავსი პრაქტიკა აშშ-ს ზოგ შტატში და ევროპის რიგ ქვეყნებში უკვე გვაქვს (კალიფორნია-აშშ, ნიუ ჯერსი- აშშ, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები, კანადა, ახალი ზელანდია) ბრაზილია, ესპანეთი, არგენტინა, პორტუგალია, ფინეთი, ბრიტანეთი, რათა მომავალი თაობა გაზარდონ არა მხოლოდ ტოლერანტულები არამედ უფრო მეტად ლმობიერი. 2) უფლება იმისა რომ აკრძალონ ყველანაირი კრიტიკა ჰომოსექსუალიზმის და ჰომოსექსუალთა ქმედებებისა (თუნდაც დასაბუთებული და სრულიად მართებული) 3) უფლება იმისა რომ იდევნებოდნენ და მარგინალიზირებული იყვნენ ადამიანები მათი შეხედულებების გამო თუ ისინი ჰომოსექსუალიზმს ცოდვად და არანორმალურ ქმედებად აღიქვამენ. 4) უფლება იმისა რომ ჰომოსექსუალები გამოყოფილი იყვნენ მოსახლეობის ძირითადი წევრებისგან როგორც განსაკუთრებული სოციალური ჯგუფი და აღჭირვილი იყვნენ როგორც გარკვეული პრივილეგიებით ასევე სამართლებრივი სტატუსით. ცხადია რომ არ უნდა მოხდეს ჰომოსექსუალთა ამ ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნათა რეალიზება საკანონმდებლო დონეზე, რადგან ისინი იურიდიულად დაუსაბუთებელნი არიან, მრავალი მათგანი აბსურდული და მიუღებელია დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში სახეზეა მცდელობა დემოკრატიასა და სამართლიანობაზე აპელირებით თავდაყირა დააყენონ სწორედ ეს დემოკრატია და სამართალი ამიტომაცაა რომ სულ უფრო ხშირად საუბრობენ დემოკრატიაზე როგორც უმრავლეობაზე უმცირესობის მიერ დიქტატის განხორციელების მექანიზმზე. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტები ფაქტობრივად უარყოფენ ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლების შესახებ კონვენციას, დადგენილებას (10-11) მუხლები რომელთა თანახმადაც ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს შეიძლება უფლებები და თავისუფლებები შეეზღუდოს საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ინტერესების, საზოგადოებრივი წესრიგის, უწესრიგობების, და დანაშაულის აღკვეთის ჯანმრთელობის და ზნეობის დაცვის ან სხვა პირთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების და ნორმების ასევე ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტებზე დაყრდნობით სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჰომოსექსუალების და მათი სხვა გაერთიანებებისთვის დაადგინოს რაიმე განსაკუთრებული პრივილეგირებული სამართლებრივი რეჟიმები, არ აქვს უფლება შეზღუდოს აზრისა და სიტყვის თავისუფლება ჰომოსექსუალიზმის მიმართ კრიტიკის ფორმირებისა და საჯაროდ გამოხატვის ნაწილში არ აქვს უფლება მოახდინოს ასეთი კრიტიკის კრიმინალიზება და აკრძალოს იგი. არ აქვს უფლება ჰომოსექსუალებს და ჰომოსექსუალიზმის მომხრე პროპაგანდისტების კრიტიკოსებს მიაწებოს "ჰომოფობის" იარლიყი, რადგან სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საზოგადოებრივი ზნეობა ოჯახური ცხოვრების ზნეობრივი საფუძვლები რადგან ოჯახის ინსტიტუტი არის საზოგადოების საფუძველი ზნეობრიობა არის კონსტიტუციურად დაცული უფლება მოქალაქეებისა განმტკიცებული სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონკორდატით. სახელმწიფო გვერდს ვერ აუვლის კონსტიტუციური უფლებების დაცვას, ასევე გვერდს ვერ აუვლის კონკორდატს რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის უფლების რწმენის ზნეობის და ტრადიციული ფასეულობათა დაცვის გარანტად ეკლესია გამოდის. (ეს კანონიერი არგუმენტები ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ) ახლა კი წარმოგიდგენთ მცირე სტატიტიკას. ციფრები იმაზე მეტს ამბობენ ვიდრე სიტყვები: 1) ჰომოსექსუალთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა რომ მათ 43% ს 200 ზე მეტი(!) სექსპარტნიორი ჰყავდა. ჰომოსექსუალები წელიწადში საშუალოდ 20 მდე პარტნიორს იცვლიან. 2) ჰომოსექსუალთა 78% დაავადებულია ისეთი დაავადებებით რაც სქესობრივი გზით გადადის, ანალურ-ლორწოვანი ნაწლავური ინფექცია, ნაწლავური ჩხირები, გონორეა, ჰერპესი, B ჰეპატიტი, ხოლო ჰომოსექსუალთა 50% ზე მოდის აივ ინფექცია შიდსი. 3)ჰომოსექსუალთა 25-30% ნარკომანი და ალკოჰოლიკია. 4) ჰომოსექსუალების 50% სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. (განსაკუთრებით ხანშიშესულები, რადგან ბებერი გეი არავის სჭირდება) 5) სიკვდილმისჯილ ქალთა 50% ლესბოსელი იყო 6) სექსუმცირესობის 33% ს დასაშვები მიაჩნია სექსი არასრულწლოვნებთან. 7) არსებობს ჰომოსექსუალთა ჯგუფი რომელშიც ათასობით წევრია გაერთიანებული და მისი სახელია NAMBLA ცნობილი როგორც სიყვარულის ამერიკული ასოციაცია "მამაკაცი და ბიჭი" მათი ლოზუნგია: "სექსი 8 მდე სანამ გვიანი არაა". ეს ჯგუფი აშშ-ში არსებულ ჰომოსექსუალთა ყველა თავყრილობის ხშირი სტუმარია და აქვთ საკუთარი ვებ-გვერდი. 8)იმის გამო რომ ჰომოსექსუალები ბუნებრივი გზით ვერ მრავლდებიან ცდილობენ ბავშვები აიყვანონ და გაზარდონ ისევე როგორებიც თავად არიან ხოლო ლესბოსელი ფემინისტების წევრები სახელად "შურისმაძიებელი ლესბოსელები" ამაყობენ რომ თავიანთ რიგებში უამრავ გოგონას იბირებენ. ბევრი გეი ცდილობს ისეთ ადგილებში შეღწევას სადაც ექნებათ ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობა (სკოლები, ბოისკაუტების ბანაკები, სასულიერო აკადემიები და ა.შ.) 9) აშშ-ში რეგისტრირებული ბავშვების გარყვნის შემთხვევათა 33% გეებზე მოდის. იმის გათვალისწინებით რომ აშშ-ს მოსახლეობის მხოლოდ 2% მოდის სექსუმცირესობის რაოდენობაზე გამოდის რომ ყოველი 20 დან ერთი ჰომოსექსუალი ბავშვის გამრყვნელია, მაშინ როცა ჰეტეროსექსუალებიდან ასეთ დანაშაულში 490 დან ერთია შემჩნეული. 10) ჰომოსექსუალებში საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 42 წელია მხოლოდ 9 % ცხოვრობს 65 წლამდე) დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი მამაკაცების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 70 წელია. ლესბოსელების საშუალო წლოვანება 45 წელია დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა 79 წელი. 11) ჰომოსექსუალებს რეალურად იმაზე მეტი კომფორტი და ძალაუფლება გააჩნიათ ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს, მაგ. ჰომოსექსუალების საშუალო წლიური შემოსავალი აშშ და ევროპის ქვეყნებში 55.000 დოლარია, ჰომოსექსუალთა 49% ხელმძღვანელ თანამდებობებზეა რიგ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის მხოლოდ 15% აქვს მაღალი თანამდებობა. ამის მიუხედავად ლგბტ უფლებადამცველები აპელირებას მხოლოდ მათი უფლებების დარღვევაზე და ჩაგვრაზე აკეთებენ. 12) ფსიქიატრთა უმრავლესობა ამტკიცებს რომ ჰომოსექსუალთა შორის გაცილებით ნაკლებია ბედნიერი ვიდრე ჰეტეროსექსუალთა შორის, რადგან მათ ესმით და ქვეცნობიერად იციან რომ მათი ცხოვრების წესი არაბუნებრივია მაგრამ ცდილობენ საზოგადოებას თავი ბედნიერად მოაჩვენონ. 13) "სექსუალური ორიენტაცია" ეს ტერმინი ჰომოსექსუალების მოგონილია რომ თავი კარგ ასპექტში წარმოადგინონ, მათი მიზანია საზოგადოების ყურადღების გადატანა იმისგან რასაც სჩადიან, სურთ თავი წარმოაჩინონ ჩაგრულებად ვისაც ცუდად ექცევიან, თითქოს ღვთისგან აკრძალული საქმით არ არიან დაკავებული, ისინი აპელირებენ იმაზე რომ ჰომოსექსუალიზმი ცხოველებშიც გვხვდება, მაგრამ ცხოველებში ინცესტი და კანიბალიზმიც გვხვდება მაგრამ კანიბალიზმი ხომ არ შეიძლება ნორმალური და ბუნებრივი იყოს? აღარაფერს ვამბობთ ინცესტზე. ამ ლოგიკით ჯანმრთელ და უბიწო ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს ზოოფილია, ნეკროფილია, ფეტიშიზმი და ვუაიერიზმი. თუ ამ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციების მიმართ დისკრიმინაციას გამიოჩენთ ესეიგი ფარისეველი ხართ. ზემოთჩამოთვლილი "სექსუალური ორიენტაციები" ცნობილი როგორც "პარაფილიები" ფსიქიკურ აშლილობად, პიროვნულ გაორებად და სექსუალურ გაუკუღმართებად, სექსუალურ გადახრად ითვლებოდა, ისევე როგორც ადრე ითვლებოდა ჰომოსექსუალიზმი, გასული საუკუნის 70 იან წლებში გეი აქტივისტებმა უპრეცედენტო ზეწოლის და შანტაჟის, მოსყიდვის და დაშინების გზებით გეი აქტივისტის ფრენკ კამენის თაოსნობით აიძულეს ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაცია (APA) ფსიქიკური დაავადებების სიიდან ამოეღოთ ჰომოსექსუალიზმი როგორც დაავადება. მოგვიანებით სიიდან ამოიღეს პედოფილიაც. მიუხედავად ამისა ცნობილმა ფსიქიატრებმა ირვინ ბიბერმა და ჩარლზ სოკარადისმა 1978 წელს გამოაქვეყნეს თავიანთი ნაშრომი რასაც ფსიქიატრთა დიდი ნაწილი იზიარებდა და აწერდა ხელს ამ ნაშრომის შედეგად შესწავლილი იქნა 200 მდე გეი ადამიანი და მათ დაადასტურეს რომ ჰომოსექსუალიზმი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც ნორმა რადგან ესაა ფსიქიკური აშლილობა, (ტრანსგენდერების შემთხვევაში პიროვნულ გაორება) და სექსუალური გაუკუღმართებად, სექსუალურ გადახრად ითვლებოდა არა მარტო ჰომოსექსუალიზმი და ლესბოსელობა არქმედ ტრანსგენდერიზმი, ბისექსუალიზმი, ზოოფილია, პედოფილია, სადიზმი და მაზოხიზმი. მიუხედავად უამრავი ავტორიტეტული ფსიქიატირის ნაშრომის და კვლევისა, ამერიკის ფსიქოატრთა ასოციაციამ მაინც ამოიღო ჰომოსექსუალიზმი ფსიქიკური დაავადებების ნუსხიდა, ხოლო 78 წლის 17 მაისს უკვე მსოფლიოს ფსიქიატრთა ასოციაციამაც ამოიღო ეს დაავადებები საკუთარი ნუსხიდან რაზეც გადამწყვეტი როლი საერთაშორისო გეი ლობმა ითამაშა. 14) ამჟამად მონაცემებით ჰომოსექსუალისტების საერთო რაოდენობა მსოფლიო მოსახლეობის 2% ის ფარგლებში მერყეობს. 15)სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მთავარი მიზანია საზოგადოების ყურადღების შემცირება ჰომოსექსუალისტების მიმართ. "მთავარია რომ ჩვენ მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდეთ და არ გვკიცხავდნენ." ოცნებობენ გეი აქტივისტები. იდეალურ შემთხვევაში ნორმალური სექსორიენტაციის ადამიანებმა სექსუალური მისწრაფებები ისე უნდა შეადარონ ერთმანეთს როგორც მაგალითად სხვადასხვა სახეობის ნაყინს ადარებენ. ან სპორტის სახეობებს. სექსუმცირესობის პროგრამის ნაწილი საზოგადოების მიერ მათი ცხოვრების წესის აღიარებაა. ჰომოსექსუალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ადამიანებს ზიზღი გაუღვივონ ტრადიციული ფასეულობათა და ქრისტიანობის მიმართ. გეი აღლუმებზე კარგად ჩანს ჰომოსექსუალების ნამდვილი სახე და მათი დამოკიდებულება რელიგიის ქრისტიანობის მიმართ. ისინი დიდ მნიშველობას ანიჭებენ სიმბოლიზმს და მისტიციზმს, ამიტომ ხშირად ნახავთ ე.წ. პრაიდებზე მათ მიერ განსახიერებულ ანგელოზებს, სასულიერო პირებს და ხატებსაც კი... ისინი უარყოფენ მორალს და ოჯახის ზნეობრივ საფუძვლებს. ბიწიერება და გარყვნილება გააკერპეს ცოდვის გამართლებას კი ესთეტიკით ცდილობენ. ყველაზე საშინელი რაც კი ევროპის ქრისტიანულ ცივილიზაციას დაემართა არის ცნებების შეცვლა და აღრევა. ახლა მამათმავალი შეიძლება მღვდელმსახური გახდეს. ეს პროპაგანდა ასე მუშაობს, ესაა კულტურის დაპყრობის ხუთ ეტაპიანი პროცესი, ყველაფერი იწყება ტოლერანტობით, როგორც კი მამათმავლები აღწევენ ტოლერანტობის ყველაზე მაღალ საფეხურს და მოგეხსენებათ ტოლერანტობა არის უფლება ყველამ თავი დაგანებოს მყისიერად წინა პლანზე იწევს მოთხოვნა მიღების შესახებ, ესაა თანასწორუფლებიანობა შემდეგ მოდის აღიარება, ანუ ყველამ არამცთუ უნდა მიიღოს მამათმავლობა არამედ წინ წასწიოს მისი ღირებულებები, ამას მოჰყვება ძალდატანებითი თანამონაწილეობა ანუ ყველა უნდა მონაწილეობდეს გეი კულტურაში, და ბოლოს დასჯა ვინც არ ეთანხმება მამათმავლებს დაისჯება. რუსეთი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები იმყოფებიან პირველ ეტაპზე რასაც ჰქვია ტოლერანტობის ეტაპი, ამიტომ ამას საზოგადოება სერიოზულად არ აღიქვამს პრობლემად, ეს პრობლემა სინამდვილეში არსებობს და ის მიწაში ჩარგულ მარცვალს ჰგავს. ეს მარცვალი ანტიდისკრიმინაციული კანონია, ხოლო აშშ-ში უკვე ისეთი კანონია რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის გამოხატულ უარყოფით აზრს და დამოკიდებულებას ჰომოსექსუალების მიმართ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მამათმავალთა საზოგადოების ნებისმიერი კრიტიკა უკვე დანაშაულია. საშუალო ამერიკელი მოსახლეობის უმრავლესობას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ მაგრამ ვერ ბედავენ ხმამაღლა ამის თქმას რადგან მამათმავლებს იმდენად დიდი ძალაუფლება აქვთ რომ შეუძლიათ დააზარალონ ისინი, განსაკუთრებით თუ ადამიანი ხელისუფლებაში ან რაიმე გავლენიან კომპანიაში მუშაობს, ისინი თუ უარყოფით აზრს გამოხატავენ მათ იპოვიან და შურს იძიებენ, სამაგალითოდ დასჯიან. საინტერესოა რას ფიქრობდა ადამიანთა ცნობილი უფლებადამცველი მარტინ ლუთერ კინგი გეების შესახებ: ის ჰომოსექსუალიზმს პრობლემად აფასებდა და მას დიდ საზოგადოებრივ პრობლემას უწოდებდა, მარტინ ლუთერ კინგი თვლიდა რომ "ჰომოსექსუალიზმი განკურნებადია" და სავსებით შესაძლებელია "ჰომოსექსუალი გახდეს ექს-ჰომოსექსუალი, თუ ამის შინაგანი მისწრაფება და მზაობა ექნება და თავის თავში ამ ცოდვის ჟინს ჩაკლავს". მოგეხსენებათ მარტინი პასტორი იყო და ღრმად სწამდა ქრისტიანული ღირებულებების. ყველაზე მეტად ჰომოსექსუალები ებრძვიან ექს-ჰომოსექსუალებს რადგან ისინი ეწინაარდეგებიან გეების მთავარ დებულებას-რომ ეს არაა არჩევანი, რომ ასეთებად იბადებიან, ხოლო ის ფაქტი რომ ადამიანი შეიძლება შეიცვალოს და გახდეს ჰეტერო, ცვლის მათ ამ დოგმას და არყევს რწმენას ყველაზე აქტიურ გეებშიც კი. ახლა კი გიამბობთ ერთ სულსშემძვრელ ისტორიას რომელიც ახალ ზელანდიაში მოხდა, მარკ ნიუტონის და პიტერ ტროუნგის ამაზრზენი ისტორია. ისინი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, პედოფილმა ჰომოსექსუალებმა რუსეთში იპოვეს სუროგატი დედა და მას ჩააკითხეს, მას შემდეგ რაც მოახდინეს ფიქტიური ქორწინება, "დედა" სუროგაციის შედეგად დაფეხმძიმდა. 9 თვის შემდეგ ახალშობილი გეი წყვილმა "იყიდა" 8000 დოლარად და გადაეცა ამ მამათმავლებს. მას შემდეგ უკვე ქვეყნიდან ბავშვის გაყვანის საკითხი უბრალო ფორმალობა იყო. ისინი ბავშვის ფოტოებს საიტზე ათავსებდნენ და მას აქირავებდნენ ფულის სანაცვლოდ უკვე სხვა გეები აუპატიურებდნენ. ერთი შეხედვით ეს იყო ბედნიერი ოჯახი რომელიც ხშირად მოგზაურობდა, მაგრამ რეალურად ისინი 6 წლამდე ასაკის ბავშვს მუდმივად აუპატიურებდნენ, ვიდეოებს კი პედოფილურ საიტზე ტვირთავდნენ. მათ ბავშვს ტვინიც გამოურეცხეს და შთააგონეს რომ ამაში უჩვეულო და უცნაური არაფერი იყო, შთააგონეს რომ არაფერი ეთქვა ამის შესახებ. სრულიად ნათელია რომ ამ ორმა ბავშვი იყიდა და მიიღო მისი გაუპატიურების ექსკლუზიური უფლება. პედოფილებმა სრულიად სამართლიანად მიიღო 30 და 40 წლიანი პატიმრობა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა რომელიც გახმაურდა, არავინ იცის სინამდვილეში რამდენი ბავშვი იტანჯება ჰომოსექსუალი მშობლების ოჯახებში. დრო გადის და მუდმივად მატულობს კალიფორნიაში ჰომოსექსუალთა რიცხვი, ამას კი ადგილობრივი ლიბერალური კანონმდებლობა უწყობს ხელს რომელიც ჰომოსექსუალ მშობლებს უფლებას აძლევს შვილები აიყვანონ და ბავშვები იშვილონ. ძნელი გამოსაცნობი არაა ჰომოსექსუალების შვილები როგორებიც გაიზრდებიან, სწორედ ამიტომ 2014 წლიდან პირველად დაფიქსირდა სან ფრანცისკოში ბუნებრივი მატების შეჩერება. ახალშობილთა რიცხვი მუდმივად მცირდება ხოლო ჰომოსექსუალების წლიდან წლამდე იზრდება. ასევე მატულობს ყოველ პრაიდზე იმ ბიჭების რიცხვი რომლებიც პრაიდში იღებენ მონაწილეობას როგორც სექსუალური უმცირესობები, მათი რიცხვი 8-10 წლამდე მერყეობს, ამ ასაკის ბიჭები პედოფილების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ახლა კი მცირე ფოტოკოლაჟს შემოგთავაზებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან სადაც ასეთი გეი პრაიდები იმართება. და ბოლოს იმედია "ჰომოფობად" არავინ ჩამთვლის რადგან შიშველი სიმართლე კიდევ ერთხელ დავანახე საზოგადოებას, ამიტომ იმედს ვიტოვებ რომ ჩემს შემდეგ სტატიებსაც სამართლიანად შეაფასებთ.
+8
ამერიკის ხმა
Tbilisi · 1 week ago
წარწერა „გაათავისუფლე ჰონგ-კონგი, ჩვენი დროის რევოლუცია“ სეპარატიზმის და ტერორიზმის ბრალდების საფუძველი გახდა
„გაათავისუფლე ჰონგ-კონგი, ჩვენი დროის რევოლუცია“ - ამ წარწერის ტრანსპარანტის გამო, ჰონგ-კონგელი მამაკაცი პირველი მოქალაქე გახდა, რომელსაც ახალი უშიშროების კანონით, ბრალი სეპარატიზმის და ტერორიზმის წახალისების წახალისების მუხლით წაუყენეს. ეროვნული უსაფრთხოების ახალი კანონი პეკინმა სამშაბათს მიიღო, რაც ჩინეთის ყველაზე თავისუფალ და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკონმიკურ ჰაბს ავტორიტარიზმის გზისკენ მიმართავს. ახალი რეგულაციით, მთავრობის დამხობის, ტერორიზმის მცდელობა, ან/და საგარეო ძალებთან შეთქმულება, მინიმუმ 3 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან მძიმე გარემოებებში, სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენებზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, უახლოეს დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. დასავლეთში ფიქრობენ, რომ ახალი კანონი საფრთხეს უქმნის მის თავისუფლებას.#ახალი_ამბები#მსოფლიო#პოლიტიკა
Primetime
Tbilisi · 2 months ago
გვემუქრება თუ არა სინამდვილეში 6-წლიანი პატიმრობა საკარანტინო რეჟიმის განმეორებით დარღვევაზე
გვემუქრება თუ არა სინამდვილეში 6-წლიანი პატიმრობა საკარანტინო რეჟიმის განმეორებით დარღვევაზე - Primetime
გვემუქრება თუ არა სინამდვილეში 6-წლიანი პატიმრობა საკარანტინო რეჟიმის განმეორებით დარღვევაზე - Primetime
გვემუქრება თუ არა სინამდვილეში 6-წლიანი პატიმრობა საკარანტინო რეჟიმის განმეორებით დარღვევაზე - Primetime
Gori Daily
Gori · 1 week ago
გორში ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა
კომბინატის ხიდზე ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. შს-სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციიის წესის დარღვევა) დაიწყო. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#საინტერესო #სიახლე #goridaily #ახალიამბები
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
Batumi · 1 week ago
სასკოლო ექსკურსიაზე დაღუპული მოსწავლის საქმეზე პედაგოგებს ბრალი წარუდგინეს
პროკურატურამ სკოლა ,,ალბიონი”-ს პედაგოგებს გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება 2019 წლის 26 მაისს, სასკოლო ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში ნინოსხევის ჩანჩქერზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს. ''გამოძიებით დადგინდა,2019 წლის 26 მაისს, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, სკოლა ,,ალბიონის” XI2 კლასის მოსწავლეები, აღმზრდელის ნ.ს-ს ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, სკოლის კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, ,,ნინოსხევის ჩანჩქერის“ მოსანახულებლად. სკოლის დირექტორის ბრძანების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზება და მასზე პასუხისმგებლობა დაევალა ნ.ს-ს. დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის, მათ შორის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა. პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას. მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ ,,ნინოსხევის“ ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე. ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით. ბრალდების მხარე, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს მიმართავს'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს პროკურატურა მიმართავს სკოლა ,,ალბიონი”-ს ადმინისტრაციას ვ.ქ.-სთვის პედაგოგიური საქმიანობის შეჩერების თაობაზე. რაც შეეხება ნ.ს.-ს, იგი აღარ ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.