76 წლის ასაკში ინგლისელი მოდელი და მსახიობი მარგარეტ ნოლანი გარდაიცვალა

0
76 წლის ასაკში ინგლისელი მოდელი, მსახიობი და მხატვარი, მარგარეტ ნოლანი გარდაიცვალა. ინფორმაციას რეჟისორი ედგარ რაითი ავრცელებს, რომელთანაც ნოლანმა უკანასკნელ ფილმში Last Night in Soho ითამაშა. "მწუხარებით გამცნობთ, რომ შესანიშნავი არტისტი და მსახიობი მარგარეტ ნოლანი გარდაიცვალა. 60-იან წლებში მან ეპოქალურ პროექტებში მიიღო მონაწილეობა. იყო ბონდის გოგონა, ითამაშა The Beatles-თან ერთად. ის მოგვენატრება". – წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი. ნოლანის კარიერა 60-იანებში დაიწყო. მცირე როლი შეასრულა ლეგენდარულ The Beatles-თან ერთად მიუზიკლში Hard Days Night. 1964 წელს ჯეიმს ბონდის მასაჟისტის როლი ითამაშა ფილმ Goldfinger-ში. წლების განმავლობაში ასამდე როლი შეასრულა კინოში, ტელევიზიასა და თეატრში. 2009 წელს ნოლანის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელზეც მხატვრის ამპლუაში წარმოდგენილმა მსახიობმა ათობით ნამუშევარი გამოაქვეყნა. #მარგარეტნოლანი #მოდელი #მსახიობი
Tbilisi
0