რა უნდა ვიქონიოთ ჰოსტელში დარჩენისას, რომ მშვიდად ვიყოთ

0
✈️ჩემი პირველი დარჩენა ჰოსტელში 2019 წლის ზაფხულში მოხდა, კერძოდ, ამსტერდამში და კიდევ უფრო კერძოდ stayokay-ში. სიმართლე რომ გითხრათ, აღფრთოვანებული დავრჩი, იმდენად საყვარელი კუსკუსა და კომფორტული იყო. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შიში გაქვს თუ უცხო ადამიანებთან ერთად მოხვდები ოთახში, თუნდაც რაიმეს დაკარგვის. ამიტომ წინასწარ შეგვიძლია თადარიგი დავიჭიროთ და წავიღოთ რამოდენიმე ისეთი აუცილებელი რამ, რაც იქ ყოფნას კომფორტულს და დაცულს გვიქცევს. ✅ თვალის საძილე მასკა, რადგან ყველას სჭირდება მისი პრივატული სივრცე, რაც შეიძლება მდგომარეობდეს დილამდე წიგნის კითხვაში და შუქის დატოვებაში ✅ ბოქლომი! ოთახის კარადებს, ხშირ შემთხვევაში, ისევე როგორც ჩემსას, არ აქვს ბოქლომი. ამიტომ თუ თქვენ თან გექნებათ, მუდამ მშვიდად იქნებით ✅ არა მხოლოდ ჰოსტელში, არამედ ყოველთვის მოგზაურობისას გქონდეთ power bank, დამიჯერეთ, ჩემი უამრავი მწარე გამოცდილებიდან გირჩევთ ამას ✅ ყურის დასახშობი. არის ხალხი სუნთქვის პრობლემებით ან უბრალოდ ღამე რომ დაძინება არ უნდათ ეგეთი? ყურის სახშობებით კი ბედნიერად და მშვიდად იქნებით ✅ ცოტა ფქვილი. მოგზაურობისას, მითუმეტეს ჰოსტელებში ძირითადად ყოველთვის ხელით რეცხვა მოგიწევთ, ამიტომ ეს ნამდვილად გამოგადგებათ
#travel
#travelwithme
#travelwithkato
#travelling
#travellerkato
#hostel
#europe
#netherlands
#amsterdam
#holland
#stayokay
#tips
#facts
#goodplaces
#opinion
Amsterdam
0