რა შემთხვევაში გაუქმდება აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი?

0
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებს 30 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ. თუმცა არსებობს გასათვალისწინებელი შემთხვევები, როცა აბიტურიენტს შესაძლოა, სარეგისტრაციო განაცხადი გაუუქმდეს. აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება ან რანჟირების დოკუმენტის შედგენისას მისი შედეგები არ იქნება განხილული, თუ მან: • დაწერა განცხადება და მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება (განცხადებას თან უნდა დაერთოს აბიტურიენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი); • არ აქვს/ვერ მოიპოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი/მასთან გათანაბრებული დოკუმენტი; • 2020 წლის 20 ივნისის ჩათვლით არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებულია 2011 წლამდე; • 2020 წლის 20 ივნისის ჩათვლით არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების ან მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს; აბიტურიენტებმა, რომლებსაც აქვთ საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას); • აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს, შესაბამისი განათლების აღიარების დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 20 აგვისტოს ჩათვლით. გაითვალისწინეთ, 2020 წლის 7 მაისის 18:00 საათის შემდეგ რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში გამოცდაზე რეგისტრაციის გადახდილი საფასური აბიტურიენტს უკან ვეღარ დაუბრუნდება.
#news
#opinion
#exams
#სიახლე
#გამოცდები
#ერთიანიეროვნულიგამოცდები
Rustavi
Tbilisi
Kutaisi
Batumi
0