საქველმოქმედო აქციის ფარგლებში შეძენილი ვარდები ზუგდიდის მიტროპოლიტს გადაეცა.

0
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში შეძენილი ვარდები ზუგდიდის მიტროპოლიტს გადაეცა. მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, ზუგდიდელი ფერმერი ნაზო ჯიქია ყვავილების რეალიზაციას ვერ ახერხებს. ის ამბობს : „ადრე თხილი 5, 6 ტონამდე გვქონდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ფაროსანამ მოსავალი გაანადგურა, ეზოში, ვარდების სათბური მოვაწყვეთ, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსდა. რომ იტყვიან „პურის ფული“ გვქონდა, მაგრამ პანდემიის გამო ახლა ყვავილებს ვერ ვყიდით და ზარალში ვართ.“ კამპანიის ორგანიზატორმა ნანა ბეღელაძემ კი გადაწყვიტა, რომ მეუფე გერასიმეს მიმართ მადლობა ამ ფორმით გადაეხადა. ნანა ბეღელაძე ამასთან დაკავშირებით განცახდებას აკეთებს : "იდეა გაჩნდა მაშინ, როცა გავრცელდა ვიდეო, სადაც მეუფე ქადაგებისას ცრემლებს ვერ იკავებს. გვინდოდა მადლიერება გამოგვეხატა იმ სიყვარულისთვის, რომელიც მან ქართველი ხალხის მიმართ გამოიჩინა. რაც შეეხება უშუალოდ აქციას, მოგეხსენებათ რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო წელს პოპულარული გახდა ფერმერებისა და მცირე მეწარმეების დახმარება. წყალტუბოში მდებარე ერთ-ერთი სათბურის მეპატრონეს, ლევან ლექვაძეს ფაქტიურად ჩაუვარდა ბიზნესი, არ ეყიდებოდა ყვავილები, ამიტომ სოციალურ ქსელში განვათავსე ამის შესახებ ინფორმაცია და ანგარიშის ნომერი. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში უბრალო მოქალაქეებმა ჩარიცხეს ხან 1, ხან 2 ლარი და შეგროვდა 1000 ლარზე მეტი. ამ თანხით შევიძინეთ ვარდები, რომელიც მეუფეს მისი გულიანი და სიყვარულით სავსე მიმართვისთვის გადავეცით. სანერგეს მეპატრონის დახმარების სურვილს ასე დაემთხვა ეს ამბავიც. ძალიან დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც დაგვეხმარა და ჩაერთო." შემოწირული ვარდებით კვირაცხოვლობის დღესასწაულისთვის საკათედრო ტაძარი მოირთო სამღვდელოებისა და მრევლის მიერ.
#ზუგდიდი
#მიტროპოლიტი
#საქველმქომედოაქცია
#კამპანია
#საჩუქარი
#საკათედროტაძარი
#კვირაცხოვლობა
#პანდემია
#zugdididaily
0