საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა

0
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 485-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4928 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 522 პირი. ინფორმაციისთვის, 485 ადამიანიდან 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
#კორონავირუსი
#tbilisidaily
0