გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

0
1925 წელს დაბადებული ქალბატონის გარდაცვალება პირველი ფატალური შემთხვევა იყო აფხაზეთში. 1925 წელს დაბადებული პაციენტი, 26 აპრილს, დილას COVID-19– ით გამოწვეული გართულებებისა და თანმხლები ქრონიკული დაავადებების მიზეზით გარდაიცვალა. ”ექიმებმა გააკეთეს ყველაფერი რაც საჭირო იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასაკის გამო, ისინი ვერ გაუმკლავდნენ დაავადებას.” - თქვა აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარმა თერაპევტმა. 11 აპრილს ქალბატონს დაუფიქსირდა COVID-19, მაგრამ პაციენტმა უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე, ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ის სახლში იმყოფებოდა. ჰოსპიტალიზაციაზე დათანხმდა მხოლოდ მდგომარეობის გაუარესების შემდეგ. ანჟელა არჩელიას თქმით, 95 წლის პაციენტს ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, თანმდევ დაავადებებთან ერთად. თერაპიის ფონზე, პაციენტმა მიაღწია რენტგენის გაუმჯობესებას, თუმცა, მისი მდგომარეობა მაინც მძიმე იყო. კორონავირუსი აფხაზეთში დაფიქსირდა აპრილში. ერთი პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მეორე პაციენტი კი უკვე გამოჯანმრთელდა.
#კორონავირუსი
#ინფექცია
#გარდაცვლილი
#SokhumiDaily
0