ილონ მასკი Cybertruck-ზე: დიახ, ის გაცურავს

0
ტესლას გენერალური დირექტორის, ილონ მასკის თქმით, ახალი ელექტომობილი, Cybertruck გარკვეული დროის მანძილზე ცურვასაც შეძლებს. "დიახ, ის წყალში გაცურავს", — წერს მასკი საკუთარ ტვიტერზე როგორც გამოცემა Electrek წერს, მასკი ჯერ კიდევ 2016 წელს საუბრობდა Tesla Model S-ის ცურვის შესაძლებლობებზე. "ჩვენ ამას არ გირჩევთ, თუმცა Model S საკმარისად გამძლეა იმისთვის, რომ ის მოკლე დროით ერთგვარ ნავად აქციოთ", — წერდა მასკი. გენდირექტორის თქმით ეს ჰერმეტულად დაცული ელემენტით გახდა შესაძლებელი. საოცნებო ამფიბია მასკის ამფიბიის შექმნის ოცნება ყველასთვის ცნობილია. მაგალითისთვის, ჩვენ ვიცით მასკის სიყვარულის შესახებ 1967 წლის Lotus Esprit-ის მიმართ, რომელიც ჯეიმს ბონდის ფილმ The Spy Who Loved Me-ში ნავად გადაიქცა. მას იმდენად შეუყვარდა აღნიშნული ავტომობილი, რომ 2013 წელს მასკმა ის რამდენიმე მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. Cybertruck საკუთარი სპეციფიკაციებიდან გამომდინარე შესანიშნავი ყველგანმავალიც იქნება — არ აქვს მნიშვნელობა მთაში მიდიხართ თუ ტბას გადაცურავთ. წარმოების დაწყების დრო ამჟამად კომპანია ახალი Cybertruck-ის წარმოებისთვის შესაბამის საწარმოს ეძებს. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმაზე, აპირებს თუ არა კომპანია ახალი ელექტრომობილის წარმოების გადადებას. შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, მისი მასობრივი წარმოების დაწყება 2021 წლის ბოლოს იგეგმება. წყარო: Futurism
#ტექნოლოგიები
#ტანკი
#technology
#tech
#goodplaces
#opinion
#photo
#art
#news
0