შსს: გუშინ 75 პირი ე.წ. კომენდანტის სააათის დარღვევისთვის დავაჯარიმეთ

ByOn.geGeorgia
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 132 შემთხვევა გამოავლინეს. უწყების განცხადებით, 25 აპრილის 21 საათიდან 26 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 75 მოქალაქე დააჯარიმეს. 24 პირს კი მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის გამოუწერეს ჯარიმა.
#news
#politics
#Coronavirus
ByOn.geGeorgia
0