ეკლესია არის დიდ გასაჭირში – ილია მეორე

0
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე იქადაგა. „უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, ავაშენო ეკლესიაი ჩვენი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი, ვერ ეროდნენ მას. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში. მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. დღეს იყო აქ წაკითხული სახარება, უფალი ჩვენი იესო ქრისტე შევიდა მოციქულებთან, კარი დაკეტილი იყო და ისე შევიდა მაცხოვარი და უთხრა მოციქულებს, მშვიდობა თქვენთანა, მიიღეთ სულიწმინდა. უფალი ჩვენც მოგვმართავს მიიღეთ სულიწმინდა. მზად უნდა ვიყოთ სულიწმინდის მისაღებად. არ იყო თომა მოციქული მოციქულებთან ერთად და როცა თომა მოვიდა მოწაფეებმა უთხრეს ვიხილეთ ჩვენ უფალი და გაუნდეს ყველაფერი, თომამ უთხრა – უკეთ არა ვიხილო სამსჭვალთა, არა დასდებ ხელსა ჩემსა სამსჭვალთა, ხელისა მისისა არა ვიწამებ. სინამდვილეში თომა მოციქულს სწამდა რომ მაცხოვარი ნამდვილად გამოეცხადა, მაგრამ გული შესტკიოდა იმიტომ რომ, ის არ იყო მოციქულებთან და ამ სიტყვებით აიძულებდა უფალს, რომ მეც გამომეცხადეო. 8 დღის შემდეგ გამოეცხადა, ისევ შევიდა კართა ხშულთა, გამოეცხადა უფალი და პირდაპირ მიმართა თომას, აჰა დასდევ ხელი შენი ჩემსა და ნუ იქნები ურწმუნო არამედ გწამდეს. დიდება შენდა უფალო, მადლობა შენდა უფალო. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა უფალი ახლოს არის ჩვენთან. უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მადლობას ვსწირავთ უფალს. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და ზიარება სულისა წმინდისა, ჩვენთან არს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს საშუალებას წმინდა ლოცვისა. მე მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს. სხვაგან არ არის ამის საშუალება“ – იქადაგა ილია მეორემ.
0