პრემიერის მაგივრად ვერ გეტყვით, მაგრამ ამ კოვზით არავინ დაინფიცირებულა – მეუფე იოანე

0
ყველა თავის სიტყვაზე აგებს პასუხს, პრემიერის მაგივრად ვერ გეტყვით რატომ ამბობს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ამ კოვზით არავინ დაინფიცირებულა – ამის შესახებ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფემ იოანე გამრეკელმა პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. მისივე თქმით, ცხოვრება განსაცდელია და მას ხან ვხედავთ, ხან – ვერა. „განსაცდელია ჩვენი ცხოვრება, განსაცდელს ხან ვხედავთ, ხან ვერა. ქრისტიანი ხედავს განსაცდელს, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ არის, არაა მარტო და არ ეშინია. იმაზე მეტ სიმძიმეს არ დაადებს უფალი, რისი ტვირთვაც არ შეუძლია. ყველა თავის სიტყვაზე აგებს პასუხს, პრემიერის მაგივრად ვერ გეტყვით, პრემიერი რატომ ამბობს თვითონ იცის, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ამ კოვზით არავინ დაინფიცირებულა” – განაცხადა მეუფემ. მეუფე იოანემ აღნიშნა, რომ მრევლის დისტანციის დაცვის შესახებ კითხვა ინტრიგნულია. „ინტრიგნულიკითხვები იცით ცოტა, აბსოლუტური ამ ქვეყანაზე მარტო ღმერთია, დაცული არავინ არის. საუკუნეების მანძილზე არაერთი ჭირი ყოფილა, ევროპაში და საქართველოშიც და ვერ ვიტყვით, რომ იქ ყველა იყო დაცული. კი, რაღაც ეტაპამდე გიცავს, მაგრამ სიამაყეში რომ არ ჩავარდე, შენ შეიძლება ავად გახდე. თავდამბლობისთვის შეიძლება მოხდეს. ადამიანები ვართ და შეიძლება ყველას დაემართოს, მაგრამ იმის შიშით, რომ რაიმე არ დამემართოს, აი, მაშინ დაგემართება. შიშით იმუნური სისტემა ქვეითდება, სიხარულით ძლიერდება, გაძლიერდით სიხარულით, ” – განაცხადა მეუფემ. „კოვზი ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველია“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას: არის თუ არა ზიარების დროს გამოყენებული საერთო კოვზი ინფიცირების წყარო და საჭიროა თუ არა სამეცნიერო კვლევა ამის დასადგენად.
0