10 საინტერესო ფაქტი ლეონარდო და ვინჩის ცხოვრებიდან

0
მხატვარი, მეცნიერი, გამომგონებელი, ინჟინერი, მათემატიკოსი და მუსიკოსი. ლეონარდო და ვინჩი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობადი ადამიანია. მიქალანჯელოსთან და რაფაელთან ერთად, მან შექმნა ეპოქა, რომელიც დღემდე აღორძინების სახელით არის შესული ხელოვნების ისტორიაში. წარმოგიდგენთ 10 საინტერესო ფაქტს ლეონარდო და ვინჩის ცხოვრებიდან.
ლეონარდოს არ ჰქონდა გვარი. “და ვინჩი” სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც “ვინჩიდან”. ვინჩი ლეონარდოს მშობლიური ქალაქია. მისი გვარი დღემდე უცნობია.
ის იყო უკანონო შვილი. ლეონარდოს მამის ვინაობა უცნობია. დედამისი კატერინა მშობიარობის შემდეგ ხელოსანზე დაქორწინდა, რომელმაც და ვინჩის მამობა გაუწია. მას 12 გერი და-ძმა ჰყავდა.
მას არ ჰქონდა ფორმალური განათლება. რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს, იტალიელ გენიოსს აკადემიური ცოდნა არ გააჩნდა. ლეონარდომ ბავშვობაში ისწავლა წერა, კითხვა და არითმეტიკა. მათემატიკის სიღრმისეულად შესწავლა და ვინჩიმ 30 წლის ასაკიდან დაიწყო.
ლეონარდო არც თუ ისე ბევრს ხატავდა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო და ვინჩის პირველ რიგში, როგორც მხატვარს ისე იცნობს, გენიოსი ძირითად დროს გამომგონებლობასა და ინჟინერიას უთმობდა. ჩვენამდე მხოლოდ მისმა ჩვიდმეტმა ნამუშევარმა მოაღწია.
15 წლის ასაკში გახდა შეგირდი. მამობილის რეპუტაციის დამსახურებით, 15 წლის ლეონარდო იმ პერიოდის ცნობილ არტისტს, ანდრეა დელ ვეროკიოს შეგირდად დაუდგა. ხატვასა და ძერწვასთან ერთად, სწორედ ამ პერიოდში შეისწავლა ლეონარდომ ქიმია, ხაზვა და მეტალურგია. პარალელურად, ანტონიო პოლაიოლოს სახელოსნოშიც მუშაობდა, რომელიც ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა.
ის გატაცებული იყო ადამიანის სხეულის შესწავლით. და ვინჩი დიდ დროს უთმობდა ადამინის სხეულის შესწავლას. მან სხვადასხვა დროს მილანში, რომსა და ფლორენციაში 30-ზე მეტი გაკვეთა ჩაატარა. მის ნამუშევრებში გვხვდება გულის, კუჭ-ნაწლავისა და ფილტვების ჩანახატები, რომლებმაც თანამედროვე სამედიცინო ილუსტრაციებს ჩაუყარეს საფუძველი.
ბილ გეითსი მისი წიგნაკის მფლობელია. როგორც ყველა მეცნიერს, და ვინჩის საკუთარი დაკვირვებები ქაღალდზე გადაჰქონდა. ჩანაწერებით სავსე წიგნაკები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში ინახება. ერთ-ერთი ასეთი წიგნაკი ბილ გეითსმა 1994 წელს, 30, 8 მილიონ დოლარად შეიძინა.
მისი მთავარი ნამუშევარი ომმა გაანადგურა. დღევანდელ სამყაროში, მონა ლიზა ლეონარდო და ვინჩის სავიზიტო ბარათია, თუმცა ხელოვანის ცხოვრების მთავარი ნამუშევარი – ფრანჩესკო სფორცას გიგანტური ქანდაკება, რომელზეც ლეონარდო 17 წელი მუშაობდა ომს შეეწირა. 1499 წელს, რენესანსის ეპოქის მთავარი მონუმენტი ფრანგმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს.
ის სამხედრო ინჟინერი და არქიტექტორი იყო. სფორცას ქანდაკების დასრულების შემდეგ, და ვინჩი ჩეზარე ბორჯიას სამსახურში ჩადგა. რომის პაპის შვილი იმ დროს პაპის ჯარს ხელმძღვანელობდა. ლეონარდომ სამხედრო ინჟინერისა და არქიტექტორის პოზიციაზე 10 თვე გაატარა.
ცხოვრების ბოლო წლები ლეონარდომ საფრანგეთში გაატარა. სამოცი წლის ასაკში და ვინჩიმ მილანი დატოვა და რომში, პაპის ძმასთან, ჯულიანო მედიჩისთან დაიწყო მუშაობა. არტისტის მთავარ შეკვეთებს რაფაელი და მიქელანჯელო ასრულებდნენ, პატივცემული ლეონარდო კი ძველი დამსახურებებისთვის ფულად ჯილდოს იღებდა. ლეონარდო და ვინჩი 65 წლის ასაკში ლეონარდო და ვინჩი საფრანგეთში გაემგზავრა და ცხოვრების ბოლომდე სენ ფლორიანში ცხოვრობდა. საფრანგეთის რევოლუციის დროს, ეკლესია, რომელშიც ლეონარდო დაკრძალეს დაინგრა, მისი ნეშთის ზუსტი ადგილმდებარეობა კი დღემდე უცნობია.
#ლეონარდოდავინჩი
#ხელოვმებისსინთეზი
#ხელოვნება #ფაქტები
#ისრაცუნდაიცოდეთ
Tbilisi
0