0
მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანის ვალდებულებაა იზრუნოს თავის სამშობლოზე. როგორც შეუძლია, რითაც შეუძლია, ყველაფერი გაუკეთოს, დაეხმაროს და აშ...ისევე როგორც შვილზე ზრუნავს ან ისევე როგორც მოხუცებულ მშობელზე. ახლა მე ემიგრანტი მქვია და ამ მისიის შესრულებისთვის მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია. ახლა მე, უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, ვალდებული ვარ საქართველოზე ვიზრუნო. სადაც წაცალ და ვისთანაც მივალ ყველგან ჩემი სამშობლო უნდა წარვადგინო და ყველგან მისი კვალი უნდა დავამჩნიო. იმ უცხო მიწაზე სადაც დავაბიჯებ , ყველგან საქართველოს ტკბილი სურნელი უნდა ვაფრქვიო.. ახლა ჩვენი სამშობლო დაჭრილია, წაქცეულია , არწივების დასაძიძგნად არის ქცეული და ამიტომაც მგონია, რომ ყველამ ვისაც რითაც შეგვიძლია წამოდგომაში უნდა დავეხმაროთ ან , მინიმუმ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ ჩვენი ტკივილი და მეტგან ვატაროთ ჩვენი სამშობლო. ხოდა აი რას ეხება პოსტი. ეს ის ნივთებია რომლებსაც ჩავიცვამ, გავიკეთებ ან დავიმაგრებ, ეგ სულერთია, მთავარია რომ ჩემზე იქნება და სადღაც ჩემთვის ან თქვენთვის უცხო მხარეში, სრულიად უცნობი ადამიანები, დაინახავენ, მოისმენენ, იგრძნობენ იმ ტკივილს რასაც მე და ჩემი სამშობლო ვატარებთ. ხოდა აი ასე ყველამ შეძლებისდაგვარად უნდა გავავრცელოთ ინფორმაცია, რომ 21 საუკუნეში საქართველოში ადამიანებმა არ იციან ხვალ თვალს თავის სამშობლოში გაახელენ თუ რუსეთში, არ იციან გაიტაცებენ და პატრიოტული სულის გამო მოკლავენ თუ გადარჩებიან. უნდა გავავრცელოთ, რომ დამპალი მეზობელი რუსეთი ტერიტორიებს ყოველ დღე გვპარავს. ამის ტარებით, რუსულად არ მეტყველებით, რუსული პროდუქციის არ შეძენით და ოკუპანტი ქვეყნის სიმღერების არ მოსმენით ჩემს სამშობლოს ტერიტორიებს ვერ დავუბრუნებ თუმცა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ეს არის რაც შემიძლია გავაკეთო და უმოქმედობას ნამდვილად ჯობია, შენებური, თუნდაც პატარა ბრძოლა
#ჩვენმოვიგებთომს
?
0