თანამგზავრული ინტერნეტის მოახლოების მაუწყებლები ცაში—ილონ მასკის თანამგზავრები საქართველოდანაც ჩანს

0
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელის, ილონ მასკის თქმით, Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი პირველი მომხმარებლებისთვის უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი. მის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ სერვისის ბეტა ვერსიის დახურული ტესტირება დაახლოებით 3 თვეში დაიწყება, 6 თვის შემდეგ კი ის საჯარო გახდება. ► SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე 60 ახალი თანამგზავრი გაუშვა Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტს თავდაპირველად მაღალ განედებზე მცხოვრები ადამიანები გამოცდიან, რომლებსაც არასახარბიელო გეოგრაფიული ლოკაციის გამო მსგავსი სერვისები ხშირად არ მიეწოდებათ. კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ 2020 წელს სწრაფ ინტერნეტს კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილის მოსახლეობა მიიღებს. 2021 წლიდან კი ქსელში თითქმის მთელი დანარჩენი მსოფლიო ჩაერთვება. 22 აპრილს ილონ მასკის კომპანიამ პროექტ Starlink-ის ფარგლებში კოსმოსში 60 ახალი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა. ამით დედამიწის ორბიტაზე გაყვანილი მიკროსატელიტების რაოდენობამ 422-ს მიაღწია. ისინი გეოსტაციონარულ საკომუნიკაციო თანამგზავრებზე ბევრად დაბლა მოძრაობენ, რის გამოც სიგნალი ჩვენამდე უფრო მალე აღწევს და ინტერნეტის სისწრაფეს განაპირობებს. ► ამერიკელი ასტრონავტები SpaceX-ის ხომალდით კოსმოსში მაისში გაფრინდებიან SpaceX-ის ამოცანა დედამიწის ორბიტაზე ხელოვნურ თანამგზავრთა თანავარსკვლავედის შექმნაა, რომლის დანიშნულებაც პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფა იქნება. პროექტის პირველ ეტაპზე სატელიტების რაოდენობა 1584-ს მიაღწევს, მომავალში კი ჩვენი პლანეტის ორბიტაზე 42 ათასი თანამგზავრის განთავსებას იმედოვნებენ.
#elonmusk
#internet
#world
#stars
0