SpaceX-მა გლობალური ინტერნეტისთვის ორბიტაზე 60 თანამგზავრი გაიყვანა

0
კომპანია SpaceX-ის რაკეტმზიდმა Falcon 9-მ ორბიტაზე Starlink-ის 60 თანამგზავრი გაიყვანა. ამის შესახებ კომპანია Twitter-ზე წერს. ეს თანამგზავრები 290 კილომეტრის სიმაღლეზე იქნებიან და მათი მიზანი მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომის უზრუნველყოფაა. SpaceX-მა პროექტ Starlink-ის ფარგლებში გლობალური ინტერნეტისთვის 60 თანამგზავრი გასული წლის ნოემბერშიც გაუშვა. სამი წლის წინ SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა პროექტი წარადგინა, რომელიც კოსმოსში გლობალური ინტერნეტ თანამგზავრის გაშვებას გულისხმობს.
#news
#cooking
#art
#photo
#food
#live
#events
#chef
#cookingtime
#masterchef
#cheflife
#cooking
#scooterclubgeorgia
0