ბილ გეითსის კორონავირუსის ვაქცინა შეიძლება მზად 12 თვეში იყოს

0
მილიარდერი ბილ გეითსი ყველაზე პერსპექტიული ვაქცინის წარმოებას აფინანსებს. იგი უარს ამბობს ქველმოქმედებაზე, რომელიც მომაკვდინებელ კორონავირუსს უკავშირდება და არ აფინანსებს სხვა ტიპის აქტივობებს ვირუსთან დაკავშირებით. ”თუ ყველაფერი იდეალურად წავიდა, ჩვენ ერთ წელიწადში მასშტაბური წარმოება გვექნება” განუცხადა გეითსმა CNN– ს. მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ამბობს, რომ ვაქცინების წარმოება ალბათ არ დაიწყება სექტემბერში, როგორც ზოგიერთებმა განაცხადეს. "მე და დოქტორ ფაუჩიმ ვისაუბრეთ. შევთანხმდით რომ ვაქცინას თითქმის 18 თვე დასჭირდება და ასეც გამოცხადდა. არ გვინდა რომ მსოფლიოს მცდარი მოლოდინები ჰქონდეს.”- თქვა გეითსმა, რომელიც საუბარში გულისხმობდა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს, ანტონი ფაუჩის და თეთრი სახლის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის შექმნილ გუნდის წევრს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს ტვიტერზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა ”5 მილიონი ტესტი გამოსცა, ბევრად მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ”. ”ეს აქცენტები ტესტების რაოდენობის შესახებ ადამიენებს ყურში ძალიან ცუდათ ხვდებათ. ამერიკამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ტესტირებების დროს.თუ ტესტირება არასწორ ადამიანებს ჩაუტარდებათ ან თუ 24 საათზე ნაკლებში შედეგს არ მივიღებთ, ტესტის ღირებულება მკვეთრად მცირდება.” სტატია მოამზადა ხატია ბიბილურიძემ. წყარო - Bloomberg.com
#ბილგეითსი
#კორონავირუსისვაქცინა
#ვარქცინა
#კორონა
#headline
0