ასე მგონია, თითქოს სურვილი აქვთ, მართლა მეტი იყოს - მარინა ეზუგბაია

0
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები აბსოლუტურად სწორია და გაუგებარია, თუ რატომ უჩნდებათ ჟურნალისტების ნაწილს კითხვები ამ მიმართულებით. , , რატომ უჩნდებათ კითხვები ტელეჟურნალისტების რაღაც ნაწილ სივრცეს, რომ ეს არ არის სწორი მონაცემები, ეს არის დამალული მონაცემები, არ ვიცი. ასე მგონია, თითქოს სურვილი აქვთ, მართლა მეტი იყოს. შთაბეჭდილება იქმნება ამის, თორემ სინამდვილეში, არსებული მონაცემები არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორი, ეს სტატისტიკა არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, შესაშური სტატისტიკური მონაცემები, რომელიც დადო ქვეყანამ, ეს ერთად უნდა გვიხაროდეს ყველას. ეჭვები, ძალიან გთხოვთ, ნუ გაქვთ ამ სტატისტიკურ მონაცემებში", - თქვა მარინა ეზუგბაიამ.
#მარინაეზუგბაია
#კორონავირუსი
#სტატისტიკა
#tbilisidaily
0