"პრივილეგიით დაბადებულნი.."

0
„1:0 დაბადებულები“ - ალბათ ეს გამონათქვამი გაგიგიათ. ალბათ ყველას მოუნდება, ამ ადამიანებს შორის იყოს. თუმცა დღეს მე ამ ბედნიერ ადამიანებს არ განვიხილავ. დღეს ვისაუბრებ იმ ადამიანურ მოვლენებზე და დაშორებაზე, რაც ქალს საზოგადოების თვალში მუდამ ერთი ნაბიჯით უკან ტოვებს. როგორც ვიცით, დაშორების ფაქტები სხვადასხვა მიზეზების გამო ხდება. თავისთავად ეს ძალიან ნორმალური მოვლენაა ოჯახში. მაგალითად, პარტიორები შორდებიან შვილის ვერგაჩენის გამო, - ამასთან დაკავშირებით, ყველა ისარი პირდაპირ ქალზე მიუთითებს. ამას საზოგადოება ქალის შობადობის უნარის არქონასთან უკავშირებს. ჩვენს საზოგადოებაში, რამდენადაც სასაცილოდ არ უნდა ჟღერდეს ეს, დედამთილის გამოც ინგრევა ოჯახები. ხომ ძალიან ადვილად სათქმელია - ქალი და კაცი დაშორდნენ, თუმცა არა, ამ მოვლენის შემდეგ დაბადება ხდება. საზოგადოებაში იბადება ახალი წევრი ქალი, რომელიც ერთი ნაბიჯით უკან რჩება. ამას საზოგადოება ასე განაგებს. ცხადია, მებრძოლი ქალებიც არიან ძალიან ბევრნი, თუმცა მათ მეორედ „დაბადების“ საშუალებას არავინ აძლევს. მოდით, უფრო ღიად ვისაუბროთ. როგორც ვიცით, კაცი რომ შორდება ცოლს, მას თავისუფლად შეუძლია, მოიყვანოს ახალგაზრდა და გასათხოვარი გოგო. ეს ძალიან ნორმალურადაც მიიღება, რადგან კაციაო, ამბობენ. მაგრამ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ქმარს გაცილებული ქალი ახალგარზდა ბიჭს გაჰყვეს ცოლად, რადგან ეს ქალი საზოგადოებაში უკვე „უსარგებლო“ ქალად ითვლება. ალბათ ხდება შემთხვევები, როდესაც ახლაგაზრდა ბიჭს ქმარს გაცილებული ქალი მოსწონს, მაგრამ საზოგადოება ამას მაშინვე არასწორად „უფასებს“ ყველა ამ ბიჭს, ვითომდა ტრადიციებს და წესებს ახსენებს. ხალხი რას იტყვისო, უმეორებენ უსასრულოდ და მასზე უძლიერეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ. ქალობა ძალიან რთულია, მაგრამ გაცილებული ქალის ცხოვრება ორჯერ უფრო რთულია. ქალის მიმართ ყველანაირი ძალადობა მოსულა, მაგრამ არ გვიკვირს ისიც, რომ ეს ძალადობის აქტები მაშინაც ხდება, როდესაც ქალი და კაცი თანაბარ მდგომარეობაში არიან. აქ იცით რას ვგულისხმობ? მაგალითად, გაცილებული კაცის შვილები თუ მასთანაა, ცოლს მოიყვანს, რომ მის შვილებს მოუაროს. თუმცა, იგივე მდგომარეობაში მყოფი ქალი შვილებს არ წაიყვანს ახალ ოჯახში. ის ხშირ შემთხვევაში ტოვებს მათ და ასე ქორწინებდება. ამის ახსნა არსად წერია. გამოდის, რომ თანაბარი მდგომარებაა, მაგრამ არათანაბარი შესაძლებლობებია. ეს ისეთი სტრეოტიპია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში არსებობს. ეს ასევე საზოგადოების დანგრევის მიზეზიცაა. აქ ყველაზე მძიმე იმ ახალგაზდების მიდგომებია, რომლებიც ტრადიციად წოდებულ სტრეოტოპებს არ ებრძვიან და იღებენ მას, როგორც არის. ყველა იმ ახალგაზრდების ჩაგვრას ცდილობს, რომლებიც რამენაირად ამ წესებს ეწინააღმდეგებიან. „ევროპა საკუთარი მიუღებელი წესებით და სწავლებით ჩვენი ახალგაზრდების ტვინს ჭამსო, ამბობენ, და დასძენენ, ახალგაზრდებს აფუჭებენო. ამ ხალხს არ ესმის, რომ ეს ვითომ მიუღებელი სწავლება კი არ აფუჭებს ახალგარდებს, არამედ მათ ცხოვრებას აფუჭებს ეს მიღებული „ტრადიციები“. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ქალთაუფლებები
#უმცირესობება
#MarneuliDaily
წყარო : ფანჯარა
0