იტალია 4 მაისიდან მეორე ფაზაში გადადის

0
როგორც ქვეყნის პრემიერმა, კონტემ განაცხადა, მეორე ფაზა ითვალისწინებს 4 მაისიდან წარმოებების, სამშენებლო კომპანიებისა და ზოგიერთი საბითუმო ობიექტის მუშაობის განახლებას, ორი კვირის შემდეგ კი საცალო ვაჭრობის მუშაობა განახლდება. ასევე, ადამიანებს რეგიონების ფარგლებში გადაადგილებისა და ნათესავების მონახულების უფლება მიეცემათ, თუმცა მათთან შეხვედრა დისტანციის დაცვითა და ნიღბების გამოყენებით იქნება შესაძლებელი. სხვა რეგიონებში მგზავრობა, გარდა სამუშაო აუცილებლობისა – აკრძალულია. სამგლოვიარო პროცესიებში მონაწილეობის მიღების უფლება ნებადართულია, თუმცა, მაქსიმუმ 15 ადამიანის მონაწილეობით. ასევე, ქვეყნის მასშტაბით პარკები და სკვერები გაიხსნება. რესტორნებისა და ბარების სრული მუშაობა ივნისიდან მოხდება ისევე, როგორც სილამაზის სალონების. 18 მაისიდან ამუშავდება მუზეუმები და ბიბლიოთეკები, სკოლები სექტემბრამდეა დახურული, ასევე, აკრძალულია საეკლესიო რიტუალები. სავალდებულოა მაღაზიებსა და ტრანსპორტში პირბადეების ტარება.​
#news
#italy
#coronavirus
0