რატომ უნდა უყურო ნამდვილი დეტექტივის პირველ სეზონს ?

0
? And the stars will be your eyes, ? ?And the wind will be my hands.? კარანტინის ჟამს გაქვთ თავისუფალი დრო, გსურთ რაიმე ახალი სერიალი ნახოთ, მაგრამ ვერ აარჩიეთ?! ? ეძებთ ინტერნეტში, ეძებთ, ამოწმებთ რეიტინგებს, კითხულობთ კომენტარებს და რჩევებს. ? უცებ კითხულობთ "ნამდივლი დეტექტივი" - ჰმ, რაღაც კარგად ჟღერს ეს სათაური, ? ძალიან დამაინტრიგებელია. ამოწმებთ ქასთს - მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი : ამ ბიჭებმა იციან საკუთარი თავის ფასი. ? კითხულობთ აღწერას - მკვლელობა, გამოძიება და ა.შ. როგორ ბანალურად ჟღერს. ნუ მაინც აძლევთ შანს სერიალს და იწყებთ ყურებას. ? იწყება ტიტრებით და წარმოუდგენელი საუნდრეკით ( https://youtu.be/p4zluA60hjs ) ? - ეს უკვე გარდამტეხი მომენტია. შემდეგი 8 საათი თქვენ ან ამ სერიალს უყურებთ, ან იფიქრებთ მასზე, ფიქრს ვერ მოიშორებთ. ??? ? რეალური რეალიზმი თავისი დაუნდობელი სახით : ტყუილი, ღალატი, კორუფცია, დაუნდობლობა, ძალადობა. ამ სერიალში იდეალურად მუშაობს თემა - ნებისმიერი არასწორი მოქმდება იწვევს საპასუხო რეაქციას, რომლისთვის აუცილებლად აგებ პასუხს. ? ? მომენტებში დაინახავ ანგელოზისა და დემონის ფიგურებს, მომენტებში დაინახავ ფილოსოფიას და ფსევდოფილოსოფიას, რომელიც შესანიშნავად ჯდება სერიალის ატმოსფეროში. უსმინო რასტის ფილოსოფიურ საუბარს, ამით ადამიანი უბრალოდ ვერასდროს დაიღლება, პირიქით, გახსენდება ნამდივლი ჭეშმარიტება და უკვე თავს აღარ ეკუთვნი, რადგან ღრმა ფიქრებში ხარ, სადღაც შორს წასული. ? ? პიციტალომ სახლში სტუმრად მოიწვია მაკკონაჰი და სერიალის გადაღება შესთავაზა. თქვა : მეგობარო, წიგნი დავწერე, გადავწყვიტე მისი ეკრანზე ჩვენება. მოდი შევქმნათ ერთ-ერთი საუკეთესო სერიალი, რომ ადამიანებმა გაიგონ, თუ რამდენი ემოციისა და აღტაცების მიღება შეიძლება 8 საათით. მაკკონაჰი დათანხმდა წინადადებას, ხოლო შემდეგ რაც მოხდა, ეს უკვე ცალკე ხელოვნების ნიმუშია. ? ? რასტ კოლის ფილოსოფია უსაზღვროა ? ? "ჩემ თავს რეალისტად მივიჩნევ, მაგრამ ფილოსოფიურად ამას პესიმისტი ჰქვია... ჩემი აზრით, ადამიანის ცნობიერება ევოლუციის მცდარი ნაბიჯია. საწყისების ძიება დავიწყეთ და ბუნების რაღაც ასპექტები საერთოდ დავივიწყეთ. ქმნილებები ვართ, რომლებიც ბუნების წესით არ უნდა არსებობდნენ... ვფიქრობთ, რომ საკუთარ მეს ვფლობთ. გვეჩვენება, რომ გრძნობების, გამოცდილებისა და ემოციებისგან შევდგებით. ისე ვართ დაპროგრამებული, რომ ყველას თავი ვიღაც ჰგონია, თუმცა არავინ არ ვართ.. როგორც ჯიშს, საუკეთესო, რაც შეგვიძლია პროგრამირებასთან დაპირისპირებაა. რეპროდუქცია უნდა შევწყვიტოთ, ხელები ჩავკიდოთ და გადავშენდეთ, ერთ საღამოს კი რუტინულ ცხოვრებაზე უარი და-ძმურად ვთქვათ... თავს ვირწმუნებ, რომ არსებობის მოწმე ვარ, მაგრამ სინამდვილეში ასე ვარ დაპროგრამებული - თავის მოკვლასაც კი ვერ ვბედავ..." ?
#truedetective
#ნამდვილიდეტექტივი
#კარანტინი
#სერიალი
#tvshow
#news
#opinion
#photo
0