დიდებული დიზაინერები, რომლებიც გასულ ათწლეულში დავკარგეთ

0
იუბერ დე ჟივანში – 91 წლის გარდაცვალების თარიღი: 2018 წლის 10 მარტი იუბერ დე ჟივანში 1927 წლის 20 თებერვალს საფრანგეთში დაიბადა. 1952 წელს, პარიზში, საკუთარი დიზაინ სახლი გახსნა. სადებიუტო კოლექციამ, რომელსაც თავისი მოდელი მუზის, „Bettina-ს“ სახელი უწოდა, წარმატება მოუტანა. 25 წლის დიზაინერის ინოვაციური და ელეგანტური სტილი პარიზელი ქალების ახალ სისუსტედ იქცა. 1953 წელს ჟივანშიმ კრისტობალ ბალენსიაგა გაიცნო, რომელსაც თაყვანს სცემდა და რომელიც მისი საყვარელი მენტორი გახდა. ორმოცდაათიანი წლების შუა პერიოდში, ისინი ახალი სილუეტის შესაქმნელადაც გაერთიანდნენ, რომელსაც „Sack” უწოდეს. 1953 წელს „საბრინას“ გადაღებებზე გაიცნო ოდრი ჰეპბერნი, რომელიც მისი უახლოესი მეგობარი და მუზა გახდა. დიზაინერმა მსახიობს კოსტუმები, მომდევნო შვიდი კინო-როლისთვის შეუქმნა, იგი ასევე ოდრის პირადი გარდერობის შექმნაზეც ზრუნავდა. მსახიობის თქმით, მხოლოდ ჟივანშის სამოსში გრძნობდა საკუთარ თავს, რადგან იუბერი ბევრად მეტი იყო ვიდრე უბრალოდ ტანსაცმლის დიზაინერი. მას „პიროვნულობის შემქმნელს“ უწოდებდა. აზადინ ალაია – 82 წლის გარდაცვალების თარიღი: 2017 წლის 18 ნოემბერი აზადინ ალაია 1935 წლის 26 თებერვალს ტუნისში დაიბადა. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში აზადინს და გარდაეცვალა, რომელთანაც ძალიან კარგი უერთიერთობა ჰქონდა, მაგრამ როდესაც ავადმყოფობის გამო საავადმყოფოში დააწვინეს, დიზაინერი ვერ იცლიდა მის მოსანახულებლად, რასაც მისი გარდაცვალების შემდეგ ძალიან ნანობდა და სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ტრადიციული მოდის კალენდარი არ იყო მისთვის მისაღები. აზადინ ალაიას კლიენტებს შორის არიან: ჰოლივუდის ვარსკვლავები, პოპ მომღელები, სუპერმოდელები და სხვა არაერთი სფეროს წარმომადგენელი გამოჩენილი ადამიანები, მაგრამ დიზაინერის მხრიდან არცერთი მათგანი სარგებლობდა განსაკუთრებული პრივილეგიით. აღიარებული, როგორც მოდის ინდუსტრიის ყველაზე დამოუკიდებელი დიზაინერი, დიდებული კუტიურიე იყო, რომელიც არ უშვებდა შეცდომებს, ის ქმნიდა კლასიკას. კარლ ლაგერფელდი – 85 წლის გარდაცვალების თარიღი: 2019 წლის 19 თებერვალი კარლ ლაგერფელდი 1933 წლის 10 სექტემბერს გერმანიაში დაიბადა. კარლი პარიზში 1952 წელს გადავიდა და მისი ცხოვრებაც მალევე დაუკავშირდა მოდის ინდუსტრიას, რომელშიც სამუდამოდ დარჩა.კარლმა პიერ ბალმანის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც მას თავისი პირველი სამუშაო შესთავაზა. სამი წლის განმავლობაში ლაგერფელდი ბალმანის ასისტენტი იყო, სანამ 1959 წელს ჟან პატუს მოდის სახლის არტისტული ხელმძღვანელი გახდებოდა. 1962 წელს ჟან პატუს მოდის სახლის და ოტ კუტიურის დატოვება, არჩევანის გაკეთება თავისუფალ და რედი-თუ-ვეარ სამოსის დიზაინერობაზე კარლის მხრიდან თამამი ნაბიჯი იყო. მაგრამ ის ხვდებოდა, რომ დრო იცვლებოდა, მასთან ერთად მოდაც, კუტიური კი თავის მნიშვნელობას კარგავდა. 1964 წელს ქლოესთვის დაიწყო rtw ხაზსა და აქსესუარებზე მუშაობა და ბრენდის ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით გაზარდა. მომდევნო წელი კი მაღალი მოდის ბრენდის და შემოქმედებითი ხელმძღვანელის ყველაზე ხანგრძლივი თანამშრომლობის დასაწყისია – ლაგერფელდმა ფენდიში დაიწყო მოღვაწეობა. 1983 წელს, მაშინ როდესაც კარლმა ქლოე დატოვა, ის შანელის შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნა და ეს ყველაზე უფრო მშვენიერი, სახელგანთქმული და მნიშვნელოვანი მაგალითია სხვისი დაარსებული ბრენდის და დიზაინერის თანამშრომლობის. შანელის მოდის სახლი მაშინ იმდენად არარელევანტური იყო, რამდენად დიდიც თავის დროზე თავად კოკო შანელის სახელი. კარლმა თავიდან გააცოცხლა მიძინებული ბრენდი და ეს კოკოს დატოვებული მემკვიდრეობის შენარჩუნებით და მისი განვითარებით მოახერხა. ტვიდი, მარგალიტები, ორტონიანი ფეხსაცმელები და ერთმანეთის საპირისპიროდ გაერთიანებული C შანელთან ასოცირებული ნაწილებია, რომლებიც კარლის დამსახურებით ახალი თაობისთვის საკულტოდ იქცა. დღეს რომ შანელი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი ბრენდია, რა თქმა უნდა, ესეც ლაგერფელდის დამსახურებაა.
#იუბერდეჟივანში
#აზადინალაია
#კარლლაგერფილდი
Tbilisi
0