მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონოვირუსთან საბრძოლველად უკვე 150 000 ლარია დახარჯული

0
მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონოვირუსთან საბრძოლველად უკვე 150 000 ლარია დახარჯული. აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ კორონოვირუსის პრევენციის მიზნით 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 300 000 ლარი გამოყო. " მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვუგარ მამედოვმა გვითხრა, რომ " მარნეულის მუნიციპალიტეტმა ამ ეტაპზე 150 000 ლარი დახარჯა. აქედან 100 000 ლარი მოსახლეობისათვის სოციალური პაკეტების დარიგებისათვის დაიხარჯა, ხოლო 50 000 სადეზინფექციო სამუშაოებისა და სხვა საჭიროებებისათვის."-აცხადებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსივუგარ მამედოვი. მარნეულის მერის მრჩეველმა ახალგაზრდულ საკითხებში, ადილ ალიევმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მარნეულის მერიას 8 200 სოციალური პაკეტი აქვს გაცემული, აქედან 7 500 პაკეტი პირველადი დახმარებაა, ხოლო დანარჩენი მეორეული ან მესამეული დახმარება. „მოქალაქეს საჭიროებისამებრ ვეხმარებით, შეიძლება პირველ ჯერზე რომ დავეხმარეთ არ ეყო და ამიტომ არის შემთხვევები როდესაც მეორედ და მესამედ მიგვაქვს მათთან პაკეტები. ახლა ბოლო ეტაპი იქნება დახმარებების და მერე უკვე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს მერია გადაწყვეტილებას გააგრძელებს თუ არა მოსახლეობის დახმარებას“ - განაცხადა ადილ ალიევმა წყარო: რადიო მარნეული
#დახმარება
#კორონავირუსი
#ხარჯები
#marneulidaily
0