"გეთსბი ისე უყურებდა დეიზის, როგორც ყველას ქალს უნდა რომ შეჰყურებდნენ"

0
❤️ დატკბით ულამაზესი სცენით ❤️ ? The Great Gatsby ? Young and Beautiful Scene ? ფილმის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს, ადამიანის თვისებების გამოხატვა, აქ ყველა ტიპის ადამიანს შევხვდებით, მაგრამ დიადი მათგან მხოლოდ ერთია და ის გეთსბია. ❤️ ? მინდა გაგიზიაროთ ჩემი თვალით დანახული დიადი გეთსბის პორტრეტი ? ? აუტანლად კარგია ლეონარდო დიკაბრიო ფილმში „ დიდებული გეთსბი“, იმდენად კარგი, რომ ჯეი გეთსბის მიმართ უსაზღვრო სიბრალული და სიძულვილი ვიგძენი, სიძულვილი, რომელსაც ყველა იმ დიდებული ადამიანის მიმართ განვიცდი, მთელი გულით რომ უყვართ სულიერების დაბალ საფეხურზე მდგომი ადამიანები, ანუ ისეთი არარაობები, როგორიც დეიზი ბიქენენია..? ? ჯეი გეთსბი - გლამურით შემოსილი უბრალოება, ჯეი გეთსბი - გამოუსწორებელი მეოცნებე, ჯეი გეთსბი უდაოდ დიდებული ადამიანი და ჯეი გეთსბი, უბრალოდ კაცი, რომელსაც უყვარს.. ჯეი შევიძულე იმდენადვე, რამდენადვეც მისით ავღფრთოვანდი ? ? მაგრამ არაფრით შემიძლია ვაპატიო უანგრო სიყვარული დეიზისადმი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ელიტის აქსესუარია, სუსტი, უსულგულო არარაობა, რომელიც იკვებება სიყვარულით და ამავედროს ცარიელია.. რომელსაც არ შეუძლია მიატოვოს თავისი კომფორტის ზონა და ფარსად ქცეული ქორწინება.. ?? ? არარაობის გარდა, სხვას ვის შეეძლო იმ უზარმაზარ სახლში მიეტოვებინა მამაკაცის ცხედარი, ვინც იგი უანგარო სიყვარულს აზიარა, იმ მამაკაცის, ვინც შეაბიჯა მაღალ საზოგადოებაში და მაინც არ გამხდარა მისი ნაწილი..ვინც ბოლომდე სუფთა დარჩა. მეტკინა გეთსბის უსაზღვრო ოპტიმიზმი და უმანკოება. მისი სუფთა სული, მასში მცხოვრები მიამიტი ბავშვი-გამოუსწორებელი მეოცნებე....... ?? დიდებული გეთსბი ??
#leonardodicaprio
#thegreatgatsby
#weekend
#FavouriteMovie
#classic
#დიკაბრიო
#ფილმები
#hollywood
#opinion
#goodplaces
#photo
#art
#news
#video
#beauty
#beautiful
#amazing
0