ამბავი ოცდამეცხრე

0
#
გააჟღერე მხოლოდ, ორი დღე დარჩა, რომ მოგიყვეთ ჩვენი საინიციატივო ჯგუფი "ხელი-ხელს" განხორციელებული საქმიანობები. მოგეხსენებათ, ჩვენ გიყვებით რეალურ ამბავს რომელიც პანდემიის დაწყებიდან დავიწყეთ ლაგოდეხის მუნიიპალიტეტის მასშტაბით. განსაკუთრებული კი რაც ხდება ეს ისაა, რომ სუფთა ცარიელი ხელებით უნდა ავაშენოთ სახლი... სახლი სადაც იცხოვრებს 6 წლის მარიამი და 3 წლის თამთა... ყველაფერი გვერდზე გადავდეთ და დავიწყეთ ფონდების მოძიება. სიმართლე, რომ გითხრათ ძალიან რთულია, ურთულესიც. ამიტომ, ამ ამოცანის შესრულებისთვის ლაგოდეხის რაიონში "ხელი-ხელს" ფარგლებში ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი დუმბაძეების ოჯახის დასახმარებლად, სადაც სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობდა ქართველი მომღერალი: საბა ღურწკაია და ადგილობრივი ჯგუფი სინთეზი... შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან ჩვენს უკან თურმე უამრავი კეთილი ადამიანია. ჩვენ ხალხმა და მომღერლებმა ერთად შევძელით, რომ კონცერტის მეშვეობით შეგვეგროვებინა 500 ლარი🙏. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დუმბაძეების ოჯახისთვის ძალიან მცირედი თანხა მოვაგროვეთ თუმცა გასაკეთებელი ძალიან ბევრია... გადავწყვიტეთ, რომ კონცერტი სრულიად გამჭირვალე ყოფილიყო და (ლაივის მეშვეობით) გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა ქართველი ემიგრანტებისათვის და მადლობა გვეთქვა უდიდესი წვლილისთვის რაც მათ შემოწირულობით გაიღეს. ეს კონცერტი შედარებით მცირე მასშტაბისა იყო მომავალში კი საზოგადოების წყალობით ეს მასშტაბები საგრძნობლად გაიზრდება და უფრო ბევრნი ვიქნებით, რადგან დიახ ცარიელი ხელებით, ა-პოლიტიკურობით, ადამიანობით, მეგობრობითა და გაჭირვებული თვალების მეშვეობით მოვედით დღემდე. ერთად ყველაფერს შევძლებთ.
#
გააჟღერე
0