გიოტცე ბაიერნში? სერიოზულად თუ?..

0
გერმანულ პრესაში ხშირად წერენ, რომ მარიო გიოტცე, შესაძლოა, ბაიერნში დაბრუნდეს. ეს მართლაც უცნაური იქნება, რადგან კარგა ხანია, გიოტცეს ჩავარდნა აქვს და დორტმუნდში მოედანზე იშვიათად ჩანს. მეტიც, კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტია. აღარ გაუგრძელეს. გიოტცე უკვე იყო ბაიერნში და ეს პეპ გვარდიოლას მწვრთნელობისას. ოღონდ, ვერ გაამართლა და ისევ დორტმუნდში დაბრუნდა, სადაც ასევე ვეღარ გახდა ის ძველი გიოტცე, 18-22 წლის ასაკში რომ იყო. არც ახლაა ასაკში, მხოლოდ 28 წლის გახლავთ. აბა, საიდან ხმები ბაიერნზე? საქმე ისაა, რომ მწვრთნელი ჰანს ფლიკი მარიოს ჯერ კიდევ ნაკრებიდან იცნობს და მათ კარგი ურთიერთობა აქვთ. ამბობენ, რომ ფლიკს პირადად სურს ფეხბურთელის დაბრუნება, მაგრამ ბაიერნის ხელმძღვანელობა წინააღმდეგიაო. აი, ფლიკის კომენტარიც: „გიოტცეს დიდ პატივს ვცემ. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ ტყუილია, თითქოს ბაიერნი მას კონტრაქტს სთავაზობდეს“.
0