გიგა ბოკერიას განცხადებით, თვითდასაქმებულთა დახმარების გეგმა კორუფციისა და ნეპოტოზმის წყარო იქნება

0
, , ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მთავრობის მიერ თვითდასაქმებულთა დახმარების მოდელი ქაოტურია და იგი ნეპოტიზმისა და კორუფციის წყარო გახდება. რაც შეეხება ყოველთვიურ 200- ლარიან დახმარებას იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ბოკერიას თქმით, აღნიშნული თანხა არის არასაკმარისი და მცირე. „იქ, სადაც ადვილია აღნუსხვა, ვის რამდენი ჰქონდა შემოსავალი, 200- ლარიანი დახმარება არის აბსოლუტურად არალოგიკური, არასაკმარისი, მცირე. მთავარი ის არის, რომ ვისაც ჰქონდა ხელფასი 400 ლარი, მისთვის 200 ლარი შეიძლება სერიოზული რაღაც იყოს, მაგრამ ადამიანს, რომელსაც 1000-1500 ლარი ჰქონდა შემოსავალი, 200 ლარით ეს საშუალო კლასი წონასწორობას ვერ შეინარჩუნებს. თუ მოირღვა საშუალო კლასი, ვისი შემოსავალიც 1000-1500 ლარია, ეს იმოქმედებს მთელ ეკომომიკაზე და უფრო გაჭირვებულებზეც. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რაც გვითხრეს, რომ თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ თვითონ, ვის ეკუთვნის დახმარება და ვის არაო და მერე თქვეს, ვინც მუშაობს ფიზიკურ პირებზე იმათ არ ეკუთვნითო, ეს ნიშნავს ქაოსს და გაჭიანურებას და უარეს შემთხვევაში, ეს იქნება ნეპოტიზმის, კორუფციის და ათასი უბედურების წყარო“, - განაცხადა ბოკერიამ. მისივე თქმით, ხელისუფლებამ გეგმის შემუშავება დააგვიანა, რაც ქვეყანას მძიმე ფასი დაუჯდება. „გეგმა დააგვიანეს, ამდენი ხანი გაწელეს და იძახდნენ, რომ გეგმის მოთხოვნა თურმე პოპულიზმია იმიტომ, რომ ასეთ დროს ვითარება იცვლებაო. ეს არის სისულელე, ვითარება შეიძლება შეიცვალოს და გეგმაშიც შეიძლება კორექტირება შეიტანო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხედვა არ უნდა გქონდეს და მოქალაქეებმა, ბიზნესმა და მწარმოებლებმა, არ იცოდნენ რა გზით მიდიხარ. ახლა ირკვევა, რომ ამ გეგმაში, რომელიც ისედაც სადღეგრძელოსავით იყო, კიდევ უფრო გაწელილია პროცედურები, რომლითაც იმ არაადეკვატურ, ბუნდოვან და მავნებლური პრინციპებით აგებულ დახმარებას მისცემენ მოქალაქეებს. ეს მძიმე ფასი დაუჯდება ჩვენს ქვეყანას და ამ ფასს გადაიხდიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვიდრე ასეთი მთავრობა გვყავს ზიანი გარდაუვალია და ეს ზიანი გაგრძელდება თვეების განმავლობაში“, - განაცხადა ბოკერიამ.
#გიგაბოკერია
#თვითდასაქმება
#მთავრობა
#ანტიკრიზისული
#გეგმა
#tbilisidaily
0