ბლიც-ინტერვიუ ერეკლე დეისაძესთან

0
kutaisidaily გთავაზობთ ახალ რუბრიკას _ ბლიც-ინტერვიუ ქუთაისელთან. ჩვენი პირველი სტუმარია მწერალი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე: -ეს კარანტინი რომ დასრულდება პირველად… მონატრებულ მეგობრებს ვნახავ და ქალაქში ბევრს ვისეირნებ. -ბოლო დროს აკვიატებული ფრაზა არ მაქვს ეგეთი ფრაზა. -სიყვარულს ვუხსნი… მაშინ როდესაც შეყვაებული ვარ. -საუკეთესო თვისება, რაც მაქვს რთულია საკუთარ თვისებებზე საუბარი, მაგრამ რაც მომწონს არის, მუდმივი უკმაყოფილება საკუთარი შემოქმედებით. -ვიქნებოდი ავტორი წიგნისა ჩინუა აჩებეს , , ყველფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს’’ ჯონათან ფრენზენის , , შესწორებები’’ და , , ძმები კარამაზოვები’’ -რომელ პერსონაჟთან (წიგნის, ფილმის, ანიმესი) გექნებოდა რომანი? არცერთთან. -ჩემთვის სიტყვა „სექსუალურის“ დეფინიცია არის… მომხიბვლელის. -ჩემი ყველაზე დიდი მიღწეევაა… საქმე რომელიც მიყვარს და ვაკეთებ. -როცა აღარ ვიქნები, ჩემზე მინდა თქვან, რომ … გაანათლოს მისი სული ღმერთმა. -ჩემი ყველაზე უცნაური თვისებაა… ჩემს თვისებებში უცნაურს ვერაფერს ვხედავ. -კომპლექსი… კომპლექსებს ვუმადლი, რადგან მათ გარეშე არ არსებობს კარგი ხელოვნება. -საუკეთესო ჭორი, რაც საკუთარ თავზე გამიგია… ერეკლე დეისაძე მაგის ფსევდონიმია და სინამდვილეში სხვა არისო. -მონოგამია თუ პოლიგამია? მონოგამია. -წინა ცხოვრებაში ვიქნებოდი ის ვინც ახლა ვარ. -როგორ სიკვდილს ისურვებდი ? არ ვფიქრობ სიკვდილზე. -რამე მოგიპარავს? ბავშვობაში ბიბლიოთეკიდან ბევრი წიგნები. -ბავშვობის ყველაზე მძაფრი მოგონება როცა პირველად გავაცნობიერე სიკვდილი. -შემდეგ ცხოვრებაში ვიქნებოდი ერეკლე დეისაძე -შესაძლებლობა რომ მქონდეს, ჩემი ცხოვრებიდან ამოვჭრიდი… -არაფერს არ ამოვჭრიდი, ყველაფერი მიზეზშედეგობრივია. ადამიანი, რომელმაც შემცვალა -ასეთი რამდენიმეა, მათ შორის ჩემი მეგობარი გრინჩი რომელიც ცოცხალი აღარ არის. გიორგი ხასაია, რომელიც ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მისგან ბევრი ვისწავლე. -სტერეოტიპი, რომელიც დავანგრიე არსებობს ასეთი მითი, რომ თუ ქართულად მღერი ქვეყნის ფარგლებს ვერ გასცდები, ამიტომ თუ გინდა მუსიკით საზღვრებს გასცდე ინგლისურად უნდა იმღერო’’ -12-17 წლის საკუთარ თავს ვეტყოდი, რომ ნაკლები დრო დაუთმე სასკოლო პროგრამას და მეტი კლასგარეშე წიგნები იკითხე, -უმოქმედო ვხდები და ვიყინები, როცა გაჭირვებას და შიმშილს ვხედავ და არ შემწევს ძალა მოცემულობა არსებითად შევცალო -ყველაზე მეტად იმედი გამიცრუა… ამინდმა. -კუმირი… არ მყავს კუმირი, მყავს ადამიანები რომლებსაც პატივს ვცემ. აბსოლუტურ კუმირებს არ ვცნობ, რადგან ავტორიტარიზმამდე მივყავართ და ამით განვითარების შესაძლებლობებს კარგავ. -ვნანობ… ვნანობ რომ ინგლისური არ ვისწავლე, მაგრამ აუცილებლად ვისწავლი. -მშურს… არავისი არ მშურს. -ყოფილა ოდესმე წამი, როცა გიფიქრია, რომ „აი, ახლა ვარ ბედნიერი“? ასეთი წამი ძალიან ბევრჯერ ყოფილა. ბოლოს რაც მახსენდება საფრანგეთის ტური იყო, როცა ფრანგი მსმენელები ცდილობდნენ ქართული სიტყვების გამეორებას ჩემი ტექსტებიდან. -ჩემი დევიზია თანასწორობა.
#ერეკლედეისაძე
#ბლიც
-ინტერვიუ
#kutaisidaily
0