Reuters: ჩრდილოეთ კორეას საკვების დეფიციტი აქვს

0
ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკური დელეგაცია მიმდინარე კვირას ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ეწვევა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაიმართება მოლაპარაკებები. კორონავირუსულმა პანდემიამ ხელი შეუშალა როგორც საკვებით მომარაგებას, ასევე ვაჭრობას და მძიმედ დააზარალა ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters, ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა ქვეყნის უზენაესი ლიდერის კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის სავარაუდოდ კრიტიკული მდგომარეობის შესახებ, მაგრამ კონფიდენციალურ წყაროთა თქმით, ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი ამ ფაქტთან არანაირ კავშირშია. ჩრდილოეთ კორეელები ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრას, სადაც საუბრის თემად ვაჭრობისა და საკვების იმპორტის საკითხები იქნება განხილული. არსებული ინფორმაციით, უახლოეს კვირებში ოფიციალურ პეკინსა და ფხენიანს შორის ტრანსასაზღვრო ვაჭრობის განახლება იგეგმება. მანამდე, წლის დასაწყისში, კიმ ჩენ ინმა ჩინეთთან და რუსეთთა სასაზღვრო-სავაჭრო მიმოსვლა აკრძალა, რამაც ქვეყანაში საკვებისა და მომსახურების დეფიციტი გამოიწვია. ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსა და საგარეო უწყებაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. ოფიციალური პეკინი ჩრდილოეთ კორეის მთავარი მოკავშირე და ეკონომიკური დონორია. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: Exclusive: North Korea economic delegation to visit Beijing for food, trade talks – sources (28.04.2020), www.reuters.com
#China
#NorthKorea
#ties
#relations
#headline
#economy
0