ბოლნისში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს დაუდასტურდა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142328 ბოლნისში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელი დაინფიცირდა. ინფიცირებულები კარანტინში იმყოფებოდნენ. ჯამში, ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 93 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 511 ფაქტია დადასტურებული, მათგან 156 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში, კორონავირუსის გამო, 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებებიც და დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა.
0