InterContinental-ი ჩინეთში ყველა სასტუმროს ხსნის - FT

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142331 InterContinental Hotel Group- მა, რომელიც Holiday Inn- ისა და Crowne Plaza ბრენდების მფლობელია, ჩინეთის თითქმის ყველა სასტუმრო გახსნა, იმის მიუხედავად, რომ სასტუმროების დატვირთულობა რეკორდულად დაბალ დონეზეა. ამის შესახებ ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს. როგორც ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანია აცხადებს, 97% ანუ 470 სასტუმრო გაიხსნა ჩინეთის მასშტაბით, მას შემდეგ, რაც ჩინეთმა კოროანვირუსის გამო დაწსებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. როგორც IHG-ი აცხადებს, კომპანიამ კრიზისულ პერიოდში ბრიტანეთის მთავრობისგან 600 მილიონი ფუნტი სტერლინგის ფინანსური დახმარება მიიღო, რამაც IHG-ის ლიკვიდურობა 2 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე გაზარდა. როგორც კომპანია აცხადებს, InterContinental-ის სასტუმროს დატვირთულობის ინდექსი 55%-ით შემცირებული იყო მარტის თვეში. აღსანიშნავია, რომ InterContinental Hotel Group-ის სასტუმროების 90% ღიაა აშშ-შიც , მიუხედავად იმისა, რომ ბრენდული სასტუმროების უმეტესობა დახურულია. როგორც ანალიტიკოსი რიჩარდ კლარკი აცხადებს, მხოლოდ მისასალმებელია თუკი საშუალო დონის ბრენდები არ წყვეტენ სერვისების შეთავაზებას შეღავათიან ფასებში, რადგან ეს ნიშნავს, რომ სასტუმროები სტუმრების მიღებას მაშინვე შეძლებენ, როგორც კი მოგზაურობა აღდგება. გამოცემის მიხედვით, სხვა სასტომროებთან მიმართებაშიც პოზიტიური ძვრები შეინიშნება ჩინეთის მასშტაბით. გასულ კვირას Marriott-მა განაცხადა, რომ სასტუმროს დატვირთულობის ხარისხი 20 %-ით გაუმჯობესდა, Accor-ი კი აცხადებს, რომ ბრენდის ყველა სასტუმრო გაიხსნა რეგიონში. როგორც კომპანიები აღნიშნავენ, მათ სასტუმროებში ჰიგიენური ნორმების დაცვა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად ხდება და ზედმიწევნით იცავენ სისუფთავის პროტოკოლს. BMG
0