აშურა - გლოვისა და თანაგრძნობის რიტუალი

0
საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ აზერბაიჯანელებს აქვთ საინტერესო ტრადიციები , რელიგიური რიტუალები , დღესასწაულები , ადათ-წესები. დღეს გაგაცნობთ აზერბაიჯანელების ტრადიციული გლოვის რიტუალს, აშურას. ეს დღესასწაული ისლამური მთვარის კალენდრის მუჰარამის თვის მეათე დღეს იწყება და ორ დღეს გრძელდება. ყველა სხვა დღესასწაულისგან განსხვავებით, ამ დღესასწაულს არ ულოცავენ, ამ დღეს უსამძიმრებენ. მუსლიმები, განსაკუთრებით შიიტური ტრადიციის მიმდევარები, მუჰარამის თვის პირველ ათ დღეს ქარბალაში მომხდარ ტრაგედიას გლოვობენ. აშურა არაბული სიტყვაა და ქართულად “მეათეს” ნიშნავს. ტრადიციის მიხედვით, აშურას დღეს ადამიანები სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში მსვლელობას აწყობენ და მოთქვამენ, შიგადაშიგ შიშველი ხელით საკუთარ სხეულს ტკივილს აყენებენ და ამით სიმბოლურად იმ ტანჯვას განიცდიან, რაც იმამ ჰუსეინმა გადაიტანა 680 წელს. აშურა წარმოადგენს იმ ბრძოლის გახსენებას რომელიც 680 წელს მოხდა ქარბალაში, დღევანდელი ერაყის მიწაწყალზე. ამ ბრძოლაში წინასწარმეტყველი მუჰამედის შვილიშვილი ჰუსეინი და მისი 72 მხლებელი ვერაგულად მოკლეს. თავისი თალხი და სამგლოვიარო ხასიათით, ეს დღესასწაული გვახსენებს იომ-ქიფურის დღესასწაულს იუდაიზმში და წითელი პარასკევის დღესასწაულს ქრისტიანობაში. თავისი დრამატული ლიტურგიული და რიტუალური გამოხატულებით აშურას სხვა ვერცერთი დღესასწაული ვერ შეედრება შიიტურ ტრადიციაში.
#ისლამი
#შიიტი
#აშურა
#გლოვა
#რელიგია
#ტრადიცია
#MarneuliDaily
0