ეკატერინე ტიკარიძის შეხვედრა კლინიკების ხელმძღვანელებთან

0
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც СOVID-19-ის მართვაში არიან ჩართულები. შეხვედრაზე განიხილეს კლინიკებში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. საუბარი შეეხო მკურნალობის პროტოკოლებსა და გაიდლაინებს. განიხილეს ტესტირებასთან დაკავშირებული საკითხები. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებსა და იმ პანსიონატებშიც ჩატარდება, რომელთა ბენეფიციარები შშმ პირები არიან. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები - მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები - როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებაში, რომ ამ შემთხვევაში მოხდეს მათი დეტალური შესწავლა და არ მოხდეს შემთხვევით ინფექციის გავრცელება“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. რაც შეეხება კერძო კლინიკების ტესტირების პროცესში ჩართვას, მინისტრმა განმარტა, რომ ცხელებისა და კოვიდ კლინიკებში მოხვედრილი ნებისმიერი პაციენტებისთვის, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი სიმპტომები, კორონავირუსის ტესტირება იქნება უფასო და ღირებულებას სახელმწიფო აანაზღაურებს. „როგორც ცხელების ასევე კოვიდ კლინიკებს ამარაგებს სახელმწიფო, ამ კლინიკებს ვაწვდით იმ ტესტებს, რომელიც არის მიღებულ ჩვენი რეგულირების სააგენტოს მხრიდან და ასევე კონსულტაციები გავლილი არის NCDC-სთან. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით. სოციალური სააგენტოს ჯანდაცვის დეპარტამენტში შემუშავდა უკვე დაფინანსების მექანიზმი და შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდან მოხდება ყოველივეს დაფინანსება“, - აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.
#stopcov
#stopcovid19
#healthcare
#mohgovge
#news
0