ისრაელი ულტრა ორთოდოქსულ ქალაქ ბნეი ბრაკში სამხედროებს აგზავნის

0
პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს ბრძანებით, სამხედროები ისრაელის ყველაზე ორთოდოქსულ ქალაქ ბნეი ბრაკში შევიდნენ. “In light of the special situation in Bnei Brak following the restrictions due to the coronavirus, the IDF (army) will immediately present the necessary civil assistance to Bnei Brak municipality in fulfilling its responsibilities, ” Netanyahu’s office said after talks with security and health officials. (Al-Monitor) ქალაქი ბნეი ბრაკი თელ ავივთან ახლოს მდებარეობს. ამ ქალაქში 200000 ადამიანი ცხოვრობს. ხელისუფლების ბრძანბეის შემდეგ ქალაქში შეზღუდვები დაწესდა. ეს ძირითადად გადააგილებას ეხება და ასევე იზრუდება ბნეი ბრაკში შესვლა ან ქალაქიდან გასვლა. ისრაელში COVID-19-ის 7000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 36 ადამიანი დაღუპულია. ადგილობრიი მედიის ცნობით, დაინფიცირებულთა ნახევარი ზუსტად ამ ულტრა-ოქთოდოქსებზე მოდის. ისინი კი ისრაელის მთლიანი მოსახლეობის 10% შეადგენენ. ეს იმის გამო ხდება, რომ ორთოდოქსები არ იცავენ იმ ელემენტარულ წესებს, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციით დაწესებულია. ისრაელის არმიის სპიკერი ჯონათან კონრიკუსის თქმით, ქალაქში 800-1000 სამხედრო განლაგდება. გარდა იმისა, რომ ჯარი წესრიგს დაიცავს, მათ ასევე პროდუქტებს და წამლებს მიაწვდიან მოქალაქეებს და ინფიცირებულთა ევაკუაციას მოახდენენ. რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, ბნეი ბრაკში მოსახლეობა ტელეფონით, ინტერნეტით და ტელევიზიით არ სარგებლობს, რაც დამატებით პრობლემებს უქმნის ხელისუფლებას.
#politics
#opinion
#news
#events
#religion
#coronavirus
#covid19
#israel
#orthodox
#კორონავირუსი
#კოვიდ19
#ისრაელი
#ორთოდოქსები
0