ყველა ტრანსპორტს თავისი მომხმარებელი ჰყავს, ვიღაცისთვის ტაქსია ძვირი და მეტრო/ავტობუსით დადის

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142372 თბილისის მერი, კახა კალაძე ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისის ღირებულებაზე მოქალაქეებს იმით პასუხობს, რომ "ყველა ტრანსპორტს თავისი მომხმარებელი ჰყავს, გააჩნია ვისთვისაა ძვირი". "გააჩნია ვისთვისაა, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ძვირი, ვიღაცისთვის მისაღები. მე ამიტომ ვამბობ, რომ ყველა ტრანსპორტს თავისი მომხმარებელი ჰყავს. ვიღაცისთვის ტაქსი ძვირია და ის სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროთი და ავტობუსით. ვიღაცისთვის არაა ძვირი და გადაადგილდება ტაქსით. მომავალში ექნებათ ველოსიპედები. ადამიანებს ექნებათ არჩევანი", - ამბობს თბილისის მერი. კითხვაზე, ძვირია თუ არა, რომ ერთი საათით სკუტერით სარგებლობა 22 ლარამდე ღირს, კალაძე ამბობს, რომ ეს ტრანსპორტი მხოლოდ მოკლე მანძილზე გადაადგილებისთვისაა განკუთვნილი: "ყველაფერი შედარებითია, თუ შევადარებთ ევროპულ ქვეყნებს, ექვსჯერ იაფია საქართველოში. არ ვიცი ადამიანმა 1 საათი სად უნდა მოიხმაროს სკუტერი. ხაშურში წასვლას თუ აპირებს, მე ამას არ ვურჩევ და ეს არაა მიზანშეწონილი. ეს არის მოკლე მანძილებზე გამოსაყენებელი, მაგალითად, ავტობუსის გაჩერებაზე ჩამოხვედი და გინდა, სახლამდე მიხვიდე". ცნობისთვის, ელექტროსკუტერით პირველი მგზავრობისას ათი წუთი უფასოა. მომხმარებელი მის გააქტიურებას სპეციალური პრომო კოდის საშუალებით შეძლებს. მგზავრობის დაწყების ღირებულება 1 ლარია, ხოლო ყოველი მომდევნო წუთი 35 თეთრი ღირს. საპილოტე პროგრამის ფარგლებში ჯერ მხოლოდ 10 ერთეული სკუტერია, პროგრამით კი 1 000 ერთეულია გათვალისწინებული.
0