9 მაისს რუსეთში საჰაერო აღლუმი გაიმართება

0
კორონავირუსის პანდემიის ფონზე რუსეთში 9 მაისის, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ავიააღლუმი გაიმართება. ამის შესახებ 28 მაისს, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ტელეკომპანია დოჟდის ცნობით, პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ ყველა ღონისძება, რომელიც 9 მაისს არის დაგეგმილი, მათ შორის, აღლუმი წითელ მოედანზე და აქცია "უკვდავი პოლკი" მოგვიანებით ჩატარდება, როდესაც ეს იქნება უსაფრთხო "პირველ რიგში ვეტერანებისთვის". "9 მაისს რუსეთში გაიმარება აღლუმი და გმირების პატივის მიგებით ჩაიფრენს საავიაციო ტექნიკა, თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები და ვერტმფრენები. საღამოს ქალაქების ცენტრებში აუცილებლად იქნება ტრადიციული სადღესასწაულო ფოიერვერკი", — თქვა პუტინმა. ვლადიმერ პუტინმა სამსახურების დახურვის პერიოდი რუსეთში 11 მაისამდე გაახანგრძლივა. მისი თქმით, ინფექციის გავრცელების პიკი ჯერ კიდევ არ ყოფილა. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში 93 558 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 867 ადამიანი გარდაიცვალა.
#news
#politics
#opinion
#russia
#9may
#სიახლე
#პოლიტიკა
#რუსეთი
#9მაისი
Rustavi
Tbilisi
Kutaisi
Batumi
0