საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს გამოჯანმრთელებული 9 პაციენტი დატოვებს

0
დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკიდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 9 პაციენტი ეწერება. ლუგარის ლაბორატორიიდან ასევე რამდენიმე პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან. რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, ამჟამად არც ერთ მათგანთან უარყოფითი კლინიკა არ ვლინდება. კლინიკაში ამ დროისთვის 106 პაციენტი იმყოფება, მათგან 81 კორონავირუსით ინფიცირებულია. „ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 106 პაციენტი, აქედან ინფიცირებული რჩება 81 პაციენტი. დღეს კლინიკიდან კოვიდის გარეშე ეწერება ცხრა გამოჯანმრთელებული. პირველადად გაგზავნილი გვაქვს რამდენიმე ტესტის პასუხი და ველოდებით განმეორებითს. მთავარია, ჩვენი კლინიკიდან გაწერილი პაციენების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც კიდევ ერთხელ გვახარებს. რაც შეეხება დღეს არსებულ კლინიკურ მდგომარეობას, მინდა, გითხრათ, რომ არც ერთ პაციენტთან უარყოფითი კლინიკა არ ვლინდება. იცით, რომ გვყავდა რვა რეანიმაციის პაციენტი. აქედან ექვსი გვყავს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ორი სპონტანურ სუნთქვაზეა. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილური. ყველა მათგანი უარყოფითი კლინიკის გარეშეა, ზოგიერთ მათგანთან გამოხატულია დადებითი დინამიკა. ეს იმით ვლინდება, რომ გამარტივებულია ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია და მზადდებიან ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის მოხსნისთვის. იმედია, ეს მალე განხორციელდება“, – განაცხადა რატიანმა. კორონავირუსი
#პანდემია
#ლევანრატიანი
#tbilisidaily
0