კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142403# თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. მისივე თქმით, აქედან ერთი მათ ცენტრშია მოთავსებული. მისი ინფიცირების წყარო ბოლნისს უკავშირდება. მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ახალი პაციენტებიდან კიდევ ერთი თეთრიწყაროს შემთხვევაა, დანარჩენები კი საავადმყოფოებში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. “დაგვემატა 6 ახალი შემთხვევა და სულ არის 517 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული 12 დაგვემატა და მთლიანობაში არის 168. პირველად არის, როცა გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია, ჩემი სურვილი იქნება, ასე გაგრძელდეს. დღეს კოვიდცენტრებში მკურნალობს 349 პაციენტი. ჩვენს ცენტრში 42 პაციენტი მკურნალობს, გამოჯანმრთელებული 63 გვყავს. გუშინ სამი პაციენტის განმეორებით ტესტზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი და სამივემ დატოვა კლინიკა. 42 პაციენტიდან უმეტესის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია, ამ ეტაპზე 3 პაციენტი განიხილება, როგორ მძიმე პნევმონიით დაავადებული. მოზარდების რაოდენობა ისევ 11-ია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედია, რომ დაავადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მალე დავიწყებთ მათთან გამოჯანრთელების ტესტირებას და მივიღებთ უარყოფით პასუხს. რაც შეეხება ახალ პაციენტებს, 6-დან 1 არის თეთრიწყაროს შემთხვევა, 3 საკარანტინე სივრცედან და მათგან 1 ჩვენთანაა, ეს არის ბოლნისის კლასტერიდან და ორის წყარო არის დაუდგენელი და გრძელდება ახლა ამ წყაროს მოძიება. ჩვენთან მოთავსებული ახალი პაციენტის მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
0