ყველაზე დადებითი უარყოფითი გმირი. უცნობი ფაქტები დედპულის შესახებ

0
? პანსექსუალური თავგადასავლები ? ყველა გმირს აქვს სასიყვარულო ისტორია. ამიტომაც პირველი ფილმის შემქმნელებმა უეიდ უილსონს მშვენიერი პარტნიორი – ვანესა (მორენა ბაკარინის გმირი) მოუძებნეს. რაიან რეინოლდსი ამბობს, რომ პირველი ნაწილი რომანტიკული ფილმია, სიქველი კი ამ წყვილის ურთიერთობას კიდევ უფრო განავითარებს. სინამდვილეში, კომიქსების მიხედვით დედპული ტრაგიკული გმირია. მისი გარეგნობიდან გამომდინარე, ძნელია, მუდმივი პარტნიორი ჰყავდეს. სწორედ ამით შეიძლება ავხსნათ ის ფაქტი, რომ დედპული პანსექსუალია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შეიძლება ჰქონდეს სექსუალური ან რომანტიკული გრძნობები ნებისმიერი ადამიანის მიმართ, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია სქესი და გენდერული იდენტობები. მიუხედავად იმისა, რომ დედპულს მეგობარი გოგოები არ აკლია, აქვს პერიოდები, როდესაც კეიბლის მომხიბვლელ ტანზე ფიქრობს. ის ხვდება უცხოპლანეტელებს და სასიყვარულო ურთიერთობა აქვს სიკვდილთან. კომიქსებში გვაქვს სასიყვარულო სამკუთხედი – დედპული, სიკვდილი და თანოსი. ⚡ ვამპირული საქორწილო ზარები ⚡ Marvel-ის კომიქსების სამყაროში დრაკულა ერთ-ერთი ჩვეულებრივი გმირია. ის, როგორც წესი, ვამპირებს ხელმძღვანელობს, სისხლით იკვებება და პერიოდულად ბლეიდთან აქვს შეტაკება. თუმცა, ერთხელ მისი და დედპულის გზებიც გადაიკვეთება… ვამპირების მეფემ მოლაყბე დაქირავებულ მკვლელს დაავალა, მოეძებნა კრისტალის კუბო, სადაც მისი საცოლე – შიკლა გახლდათ გამომწყვდეული. საქმროსთვის სამწუხაროდ, რამდენიმესაუკუნოვანი ძილისგან გამოფხიზლებულ შიკლას უეიდი მოეწონა. მისი არაორდინალური ქცევები და უკვდავება მიმზიდველი აღმოჩნდა ახალგაღვიძებული ქალბატონისთვის. ისინი გადაწყვეტენ, ერთად იცხოვრონ მონსტროპოლისში. ესაა კატაკომბები ნიუ-იორკის ქვემოთ (აი, რამდენად დიდია კომიქსური სამყარო ეკრანიზაციებთან შედარებით). დიდ ქორწილსაც იხდიან, მაგრამ სამწუხაროდ, მათი თანაცხოვრება დიდხანს არ გრძელდება. ? მისი ბოროტი ტყუპისცალი ? დედპულის მთავარი უნარი რეგენერაციაა. უეიდს შეუძლია, მრავალი ტრავმა გადაიტანოს, აღიდგინოს დაკარგული ნაწილები და თავის გარეშეც კი იცოცხლოს. უხეშად რომ ვთქვათ, ის უკვდავია, და სწორედ ამის გამო ისეა დაკომპლექსებული, რომ სიკვდილთანაც კი ცდილობს ურთიერთობას. ვინაიდან დედპულის ორგანოები და ნაწილები ყველგანაა მიმოფანტული, სამყაროში გროვდება მისი ძალიან ბევრი ხელი, ფეხი, თითები და სხეულის სხვა ნაწილები. ეს ნაწილები ერთიანდებიან და ცოცხლდებიან ვოლტრონად – ბოროტ დედპულად. ბოროტი დედპული ცოტათი ფრანკენშტეინს გვაგონებს და საშინელი შესახედია: სხვადასხვა ზომის სხეულის ნაწილები, ორი მარჯვენა ხელი და ა.შ. მისი მთავარი მიზანი პარალელურ სამყაროებში სხვა ყველა დანარჩენი დედპულის განადგურებაა. ? მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო ? მკითხველებმა უეიდ უილსონი 1991 წელს გაიცნეს კომიქსიდან “New Mutants”. 1997 წლიდან კი ამ პერსონაჟმა დამოუკიდებელი კომიქსიც დაიმსახურა. ამის მიუხედავად, ირკვევა, რომ დედპული გაცილებით ადრე შეიქმნა, ვიდრე ჩვენ გვგონია. რამდენიმე წლის წინ Marvel-მა “შემთხვევით” აღმოაჩინა დედპულის საარქივო მასალა. ამ მასალიდან მკითხველებისთვის ცნობილი გახდა, რომ სინამდვილეში ეს პერსონაჟი 1970-იან წლებში შეიქმნა. თუმცა, სტენ ლიმ ეს გამოცემა დაბლოკა. მაშინდელი გადმოსახედიდან, ის ზედმეტად პროვოკაციული და სულელური ჩანდა. ახალ კლასიკურ გამოცემებში უეიდი ხვდება ტონი სტარკს, რომელიც ალოკოჰოლიზმით იტანჯება; კარგ დროს ატარებს რკინის მუშტთან და ლუკ კეიჯთან ერთად; ეხმარება ნიკ ფიურის დროში მოგზაურობასა და ადოლფ ჰიტლერის განადგურებაში. ? დედპული და არანაირი კიტრი ? უკვდავება არ ნიშნავს, რომ შენი მოკვლა გამორიცხულია. დედპულიც კი, რომელსაც ფერფლიდან აღდგომა შეუძლია, რამდენჯერმე მოუკლავთ. თუმცა, კომიქსებში არავინ კვდება სამუდამოდ. ამიტომაც უეიდი ცოცხლდება. მას თანოსი აცოცხლებს – სხვადასხვა სახით. გაცოცხლების შემდეგ ჩვენ ვხედავთ იდეალისტ დედპულს, დამსჯელ დედპულს, იუმორისტ, გიკ და მგრძნობიარე დედპულებს. მათ შორის ყველაზე უცნაური ის დედპულია, რომელიც ერთადერთ ფრაზას ამბობს: არანაირი კიტრი. ეს ამბავი DC-ის ცნობილი კომიქსის – სუპერმენის სიკვდილის პაროდიაა. როდესაც სუპერმენი დუმსდეისთან ბრძოლაში იღუპება, ჩნდებიან ახალი სუპერმენები, რომლებმაც არსებული სიცარიელე უნდა შეავსონ. ? დედპული და მასობრივი გენოციდი ? ზოგადად დედპული ანტიგმირია, მაგრამ მას გარკვეული ქცევის კოდექსი აქვს. მაგალითად, ის იცავს ბავშვებს და იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც იბრძვის. დაეხმარა ანგელოზს იქს-ადამიანებიდან, საკუთარი სხეულის ნაწილი დათმო სუპერგმირის გადასარჩენად… თუმცა, ამის მიუხედავად, არის მომენტები, როდესაც უეიდ უილსონი სასიკვდილო მანქანად გადაიქცევა ხოლმე. ასე მოხდა 12101 დედამიწაზე მყოფი დედპულის შემთხვევაში. წარუმატებელი ექსპერიმენტის შედეგად, მან დაკარგა განსჯის უნარი და ყველა სუპერგმირი დახოცა. მერე ამაზეც არ გაჩერდა და დაერია ლიტერატურულ პერსონაჟებს, რომლებიც სუპერგმირების პროტოტიპები არიან. მათ შემდეგ გაგიჟებული დედპული გადავიდა კომიქსების ავტორებსა და მხატვრებზე, რომელთა დამსახურებაც გახლდათ მისი წყობიდან გამოსვლა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რას უზამდა დედპული იქს-ადამიანები: დასაწყისის შემქმნელებს, რომლებმაც ის ცუდ პერსონაჟად გამოიყვანეს…
#დედპული
#deadpool
#opinion
#hollywood
#facts
#news
#photo
#goodplaces
#events
0