იაპონიაში მდებარე სულისშემძვრელი ადგილი _ აოკიგაჰარა

0
⭕ რო­გორც ია­პო­ნი­ა­ში ყვე­ბი­ან, ამ ად­გი­ლას სამი ტი­პის ადა­მი­ა­ნე­ბი მი­დი­ან: ლაშ­ქრო­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ნი და ისი­ნი, ვინც უკან დაბ­რუ­ნე­ბას არ აპი­რე­ბენ... ⭕ აო­კი­გა­ჰა­რა (Aokigahara 青木ヶ原) - ია­პო­ნი­ა­ში მდე­ბა­რე სუ­ლის­შემ­ძვრელი ად­გილი. ფუ­ძის მთის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ტყე კუნ­ძულ ჰონ­სი­უ­ზე მდე­ბა­რე­ობს და უკვე ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნეა პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს თვით­მკვლე­ლებს შო­რის. 1970 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ცია რე­გუ­ლა­რუ­ლად ამოწ­მებს ტყეს და წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ 100 გვამს პო­უ­ლობს. აო­კი­გა­ჰა­რას ტყე სან-ფრან­ცის­კოს "ოქ­როს კა­რიბ­ჭის" ხი­დის შემ­დეგ, მე­ო­რე ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ად­გი­ლია, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი სი­ცო­ცხლეს თვით­მკვლე­ლო­ბით ას­რუ­ლე­ბენ. ⭕ ტყე­ში ასო­ბით დაფა დგას წარ­წე­რე­ბით, რო­მე­ლიც ტყის სიღ­რმე­ში მი­მა­ვა­ლებს აფრ­თხი­ლებს, და­ფიქ­რდნენ, სა­ნამ ამას გა­ა­კე­თე­ბენ. და­ფებ­ზე იკი­თხე­ბა: "შენი სი­ცო­ცხლე უძ­ვირ­ფა­სე­სი სა­ჩუ­ქა­რია შენი მშობ­ლე­ბის­გან. იფიქ­რე მათ­ზე და შენი ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­ზე. შენ არა­სო­დეს და­ი­ტან­ჯე­ბი მარ­ტო­ო­ბა­ში". ქვე­მოთ კი მი­თი­თე­ბუ­ლია ცხე­ლი ხა­ზის ნო­მე­რი და დგას ტე­ლე­ფო­ნე­ბი, სა­ი­და­ნაც და­რეკ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი...
#აოკიგაჰარა
#იაოპონია
#opinion
#photo
0