5 ოქტომბრის კალენდარი…

15
🌖 მთვარის მეთერთმეტე დღე🌖მეორე ფაზა🌖 გრიგორიანული კალენდარის 278-ე დღე, წლის დასრულებამდე დარჩა 87-ი დღე.

როგორი ადამიანები დაიბადნენ 5 ოქტომბერს:

5 ოქ­ტომ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, უზო­მოდ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე ტი­პა­ჟე­ბი არი­ან. მათ­თვის ამ ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე ფა­სე­უ­ლია მო­ვა­ლე­ო­ბის გრძნო­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პის დაც­ვა ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში. გა­აჩ­ნი­ათ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნიჭი და­არ­წმუ­ნონ სხვე­ბი, თუმ­ცა ამ ნიჭს ისი­ნი ბო­რო­ტად იშ­ვი­ა­თად იყე­ნე­ბენ.

ვინ დაიბადა:

 ფრანგი ფილოსოფოსი დენი დიდრო.
იტალიელი მხატვარი ფრანჩესკო გუარდი.
ამერიკელი პოლიტიკოსი ჩესტერ არტური.
ფრანგი მომღერალი ჯო დასენი.

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:

წმიდა მოწამე ფოკა მემტილე (+დაახლ. 320)
22 (05.10) სექტემბერი
წმიდა მოწამე ფოკა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ სინოპიდან იყო. მას ქალაქის ბჭეებთან, ზღვის პირას პატარა ბაღი ჰქონდა გაშენებული და მოკრძალებით ცხოვრობდა: ხილს ყიდდა და აღებული საზღაურით თავსაც ირჩენდა, გლახაკებსაც ეხმარებოდა და მწირებსაც უმასპინძლდებოდა. წმიდანის ღვთისმოშიშება ირგვლივ მყოფებზე კეთილ გავლენას ახდენდა: მრავალმა უსჯულომ დაუტევა კერპთაყვანისმცემლობა და მიიღო ქრისტიანობა. ოლქის მმართველმა ბრძანა, შეეპყროთ წმიდა ფოკა და „თვინიერ საშჯელისა და სიტყჳსგებისა“ მოეკლათ იგი. წმიდანი შემთხვევით თავად შეხვდა წარმოგზავნილებს, ისე, რომ ვინაობა არ გაუმხელია, გულღიად უმასპინძლა და ღამეც გაათევინა. ღამით ნეტარი ბაღში გავიდა, კუბო შეამზადა თავისთვის, საფლავიც გაითხარა და განკარგულება გასცა, სიკვდილის შემდეგ მთელი მისი ქონება გლახაკებისთვის დაერიგებინათ. დილით ფოკამ სტუმრებს განუცხადა, „აჰა, მე ვარ საძიებელი იგი თქუენი“. მოვლინებულნი „იწყლნეს სულითა და განკჳრდეს სმენითა“, შერცხვათ „სიგლახაკესა შინა სიყვარულით პატივის-მცემელი“ მასპინძლისა და გადაწყვიტეს, გადაერჩინათ იგი. მაგრამ ფოკამ უარი განაცხადა და მორჩილად მოუდრიკა ქედი მახვილს.
ნეტარი მოწამე ბაღში, მის მიერვე გათხრილ სამარეში დაფლეს. წმიდა საფლავზე მრავალი კურნება აღესრულა. შემდგომ აქ ტაძარი ააგეს.
წმიდა წინასწარმეტყველი იონა (VIII ს. ქრისტეს შობამდე)
22 (05.10) სექტემბერი
წმიდა წინასწარმეტყველი იონა, მცირე წინასწარმეტყველთაგანი ისრაელთა მეფის, იერობოამ II-ის დროს მოღვაწეობდა. ღმერთმა იონა ასურელებთან, ისრაელის მტრებთან გაგზავნა ქალაქ ნინევეში და უბრძანა, ეუწყებინა მათთვის, რომ დაიღუპებოდნენ, თუ ცოდვებს არ შეინანებდნენ. იონას არ უნდოდა ისრაელთა მტრებისათვის ექადაგა და გაქცევა განიზრახა, ჩაჯდა ხომალდში და სხვა მიმართულებით, თარშისკენ წავიდა. ღვთის ბრძანებით უცებ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ხომალდზე მყოფნი ძლიერ შეშინდნენ და ევედრებოდნენ თავიანთ ღმერთებს, მაგრამ ქარიშხალი არ ცხრებოდა. მაშინ მათ წილი ყარეს, რომ შეეტყოთ, ვის გამო მოევლინათ ეს უბედურება. წილი იონას ხვდა. წინასწარმეტყველმა აღიარა თავისი დანაშაული ღვთის წინაშე და უთხრა მათ: „აღმიქჳთ და შთამაგდეთ მე ზღუასა მაგას, და დასცხრეს ზღუაჲ ესე თქუენ ზედა, რამეთუ ჩემ გამო იყო ყოველი ესე ჭირი თქუენ ზედა“ (იონა; 1, 12). იონა ჩააგდეს ზღვაში და ქარიშხალიც დაცხრა. უფლის რჩეული ვეშაპმა გადაყლაპა, მის მუცელში იყო იგი სამი დღე და სამი ღამე და ღმერთს გამოხსნას სთხოვდა. ბოლოს ღვთის ბრძანებით ვეშაპმა იგი ნაპირზე გამოაგდო. იონამ ზეგარდმო კვლავ მიიღო ბრძანება, წასულიყო ნინევეში და სინანული ექადაგა. ამჟამად წმიდანმა შეასრულა ღვთის ნება, მივიდა მტრების ქალაქში და იწყო ქადაგება, „აჰა სამ დღეღა და ნინევი დაიქცეს“ (იონა; 3, 4). ეს რომ ესმათ, ნინეველები სინანულში ჩავარდნენ, ძაძები შეიმოსეს, მარხვად დადგნენ, პირუტყვსაც არ მისცეს საზრდელი და წყალი. უფალმაც შეიწირა მათი სინანული, მიუტევა მათ შეცოდებანი და ქალაქი გადარჩა.
სამი დღე იონა წინასწარმეტყველის ყოფნა ვეშაპის მუცელში და მისი ხსნა მოასწავებდა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სამ დღეს საფლავში ყოფნას და მის დიდებულ აღდგომას. მაცხოვარმა მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რომლებიც სასწაულს ითხოვდნენ მისგან, მიმართა, „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისაჲ“ (მთ. 12.39).

დღის საკითხავი :

ბუხრის ყელიდან მტრედისფერი ამოდის კვამლი...
წიწილებივით გაფანტვია ძეწნას ფოთლები...
- დამიბრუნდითო! - საცოდავი უმწეოდ კნავის,
ამაოდ უხმობს გაქსუებულთ... შავი ტოტებით.
ბუხრის ყელიდან მტრედისფერი ამოდის კვამლი...
კითხულობს გაზეთს დერეფანში შუახნის კაცი.
იქვე ხელამოდ აუთოვებს თეთრეულს ქალი,
თავი ჩაურგავს შორიახლო წიგნებში ყმაწვილს...
და...
სოფელს უსიტყვოდ დაჰქათქათებს მთვარე მკაფიო, -
დედამიწაზე ისახება ჩრდილები ხეთა.
მდუმარებაა.
და -
ვინ იცის, მთვარე რას ფიქრობს! -
ეს მთვარე ახლა ქვეყანას ხედავს.

მუხრან მაჭავარიანი

ბედნიერ დღეს გისურვებთ❤️🌸🙏
15