დავათის ღვთისმშობლის ეკლესია

1
დავათის ღვთისმშობლის ეკლესია განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. ეკლესია ორნავიანი ნაგებობაა სამხრეთის ეგვტერით (8.3X7 მ), რომლის მთავარი და ჩრდილოეთის ნავი ორი ფართო თაღითაა ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთ სივრცეს ქმნის. ეკლესიის კედელში 1980-იანი წლების დასაწყისში არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მიაკვლია სტელა, რომელზეც ამოკვეთილი წარწერა ქართული ანბანის ერთერთ უძველეს ნიმუშად არის მიჩნეული (დაახლოებით IV საუკუნე). იგი ამჟამად მოთავსებულია ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში.
1