ამ ვირუსის მკვლელმა ფუნქცებმა ლიკვიდაცია განიცადა-რატიანი

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142509 პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 83 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც რვა რეანიმაციულ განყოფილებაშია. როგორც კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, 5 პაციენტს განმეროებითი ტესტირებით ვირუსი არ დაუდასტურდა და ისინი დღეს კლინიკას დატოვებენ. „კლინიკაში წევს 99 პაციენტი, აქედან 83 ინფიცირებულია. უარყოფითი პასუხი მივიღეთ 5 განმეორებითი და ხუთივე პაციენტი დატოვებს კლინიკას, მათ შორის ორი არის მოზარდი 14 და 15 წლის. ასევე რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 8 პაციენტი. ქალბატონი რომელიც გვყავს 82 წლის, შაქრიანი დიაბეტით, ორივე ქვემოკიდურის ამპუტაციით და მიკროანტიოფათიის გამო გართულებული პრობლემებით, მოიხსნა აპარატიდან, არის კონტაქტური, ადეკვატური, გემოდინამიკა, სუნთქვის პარამეტრები არის სტაბილური. რჩება ოქსიიგენ დამოკიდებულება. ამ ქალბატონს ბოლო 30 წელია შაქრიანი დიაბეტი აქვს, იმყოფება ინსულინოთერაპიაზე, ანუ კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ შაქრიანი დიაბეტი სხვადასხვა გართულებული ფორმით, არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსს კოვიდინფექციასთან შერწყმის შემთხვევაში. მინდა გითხრათ, რომ ამ ვირუსის „მკვლელმა ფუნქცებმა“ ლიკვიდაცია განიცადა და ეს შემთხვევა ამის დასტურია", - განაცხადა ლევან რატიანმა.
0